დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების და ირანის “პერსეპოილისის” ფეხბურთელი 34 წლის გახდა
დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა

ბესო დანელია: ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად მოცილებული გვყავს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი – ქვეყნის მტრები, მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ქვეყანას კარგს...
მე მინდა, რომ დღევანდელმა თაობამ და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ბევრი მართლა შეცდომაშია შეყვანილი და აქციებზე რომ ვხედავთ, მინდა იცოდნენ ზუსტად ვის გვერდით დგანან. ეს დავალებები მოდიოდა უშუალოდ სააკაშვილისგან, უშუალოდ მერაბიშვილისგან, უშუალოდ გიგი უგულავასგან და ნიკა გვარამიასგან, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ აღძრა საქმე, რომ თურმე სამშობლოს ღალატის მუხლით ვიდექით ჩვენ ქუჩაში და მოღალატეები ვიყავით, რადგან გვინდოდა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესო დანელიამ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად მოცილებული გვყავს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. მისივე თქმით, ეს ადამიანები კვლავ აპირებენ მობრუნებას, მაგრამ ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ.„ახალგაზრდებო მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, მე დღეს ცოცხალი ვარ ღვთის წყალობით ჯანმრთელი ვარ და დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად ჩვენ დღეს მოცილებული გვყავს ეს რეჟიმი, მაგრამ ისინი დღეს კვლავ ქუჩაში დგანან და აპირებენ მობრუნებას. ისინი - ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ეს ადამიანები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ. ყველამ მინდა იცოდეთ, გაიაზროთ, თქვენ შეიძლება მაშინ იყავით ძალიან პატარები, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი საერთოდ ბაღში დადიოდა, შეიძლება დაბადებული არ იყო, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ბევრი ცოცხალი აღარ არის. 900-მდე ადამიანი დააპატიმრეს ერთ დღეს და უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. რამდენიმე მათგანმა, ერთ-ერთი იყო ლევან კოტეტიშვილი, არ ვიცი როგორ უნდა მოექცე ახალგაზრდა კაცს ისე, რომ გამოშვების შემდეგ ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო საკუთარ სახლში. უამრავი ტრაგედია და უბედურება დაგვმართეს და მინდა, ეს ყველამ კარგად გაიაზროს“, - განაცხადა ბესო დანელიამ.
კახა კალაძე – აქციებზე პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა
თბილისის მერის განცხადებით, თბილისში გამართულ აქციებზე მომიტინგეები პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მძიმე საგნებს, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთში აქციის დაშლის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება აქციების დაშლა. საუბარია არა მხოლოდ საფრანგეთზე, ასეა ზოგადად ევროპის ქვეყნებში. ეს დამოკიდებულებაა ზოგადად. როდესაც შენ ატარებ აქციას, მისი ჩატარების უფლება, როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში, აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მოქალაქეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, რაც გაწერილია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. როგორც კი შენ გადადიხარ კანონის ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ძალიან მარტივია. იმ თემის ირგვლივ, რაც საქართველოში ხდებოდა, პოლიტიკური სპეკულაციები იყო. იყო ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და მძიმე საგნებს ესროდნენ, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინა, თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო. მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. ორმაგი სტანდარტია: როგორც უნდათ, ისე ათამაშებენ მუსიკას. თუ რამე აწყობთ, მაშინ სხვა მესიჯებს გააჟღერებენ, თუ რამე საწინააღმდეგო იქნება, ამ შემთხვევაში იტყვიან, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გია ვოლსკი – იმედს ვიტოვებთ, მოვა ის დრო, როცა აშშ-თან ურთიერთობას მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ
რთული სიტუაციაა. როდესაც კონგრესმენები ასე გიტევენ და მეგობარი აქტის სახელს არქმევენ დოკუმენტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რასაკვირველია, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება გარკვეულ კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველო და აშშ ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ.„ახლახან ამერიკაში ვიცე-პრემიერს ამხელა ვიზიტი ჰქონდა, სადაც საუბრები იყო როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ის დრო მოვა, როცა ურთიერთობას მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ამას ექნება რეალური შინაარსი და არა მხოლოდ სათაური და დასახელება. მეორე მხრივ, ნახეთ, ამერიკისაც აქვს პარტნიორული ურთიერთობები, რომელმაც ჩვენს მეზობელ, მეგობარ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. ამ მიმართულებით წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ ახლახან სომხეთმა ირანთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ანუ, ყველა ქვეყნის დამოკიდებულება ინტერესებიდან გამომდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ამერიკაში ინტერესები დადგება წინ, მათ შორის აშშ-ის ინტერესები და არა კონკრეტული ცალკეული კონგრესმენების მოსაზრება, რომ აუცილებლად „ნაცმოძრაობა“ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში“, – განაცხადა ვოლსკიმ.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.
„ჩემი უდიდესი თხოვნაა, ილოცოთ მისი სულისთვის…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს
თბილისში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, გიორგი მდივანის დედა მიმართვას ავრცელებს:„უფალმა ნათელში ამყოფოს ჩემი გიორგის სული“, - წერს სოციალურ ქსელში, მსახიობი და ინფლუენსერი, თამუნა მდივანი.მას რამდენიმე დღის წინ შვილი დაეღუპა და საზოგადოებას სთხოვს, რომ გიორგის სულისთვის ილოცონ.„დღე მეცხრე, ჩემი უდიდესი თხოვნაა, ილოცოთ მისი სულისთვის“,- წერს თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში.
გოჩა კაკოიშვილი – 2011 წელს თეთრიწყაროში, დროებითი მოთავსების საკანში ბორკილებდადებულს მცემდნენ, მაწამებდნენ, გათავისუფლების შემდეგ ისე ვიყავი, სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გოჩა კაკოიშვილმა, რომელიც „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული, პატიმრობის პერიოდი გაიხსენა.როგორც გოჩა კაკოიშვილმა აღნიშნა, დროებითი მოთავსების საკანში ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ გათავისუფლების შემდეგ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შეძლო.„მომისაჯეს პატიმრობა. წამიყვანეს და ჩამაგდეს თეთრიწყაროში, „კაპეზეზე“. გათავისუფლების შემდეგ ისეთ დონეზე ვიყავი, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, სკამზე დამსვეს მეგობრებმა და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში, ისე ვიყავი ნაცემი და ნაწამები. ორი კვირის განმავლობაში მეუღლე მეხმარებოდა, აბაზანაში დამჯდარს რომ დამებანა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის კითხვაზე საპასუხოდ, გოჩა კაკოიშვილმა დააზუსტა, რომ წამების ფაქტები ხდებოდა თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების საკანში.„იქ შიმშილობაც გამოვაცხადე და ვიდრე მიპოვიდნენ, სოზარ სუბარის და ლევან ტერაშვილის თხოვნა იყო, შემეწყვიტა შიმშილობა, ვინაიდან ეს ძალიან დამაზიანებდა და აზრი არ ჰქონდა ხელისუფლებისთვის, რა დამემართებოდა. ეს აღნიშნეს კიდეც, იშიმშილოს, არა უშავს, თუ მოკვდება, ოქმი შეადგინეთო. რკინაზე მეძინა, არანაირი საშუალება არ იყო, რამე დამეფინა. ადგილობრივი პოლიცია პროცესში მონაწილეობას არ იღებდა, მხოლოდ და მხოლოდ შემოსული, ვიღაც უცხოები, რომლებიც პოლიციელები არ იყვნენ. ვფიქრობ, უშიშროებიდან იყვნენ შემოსული და ახორციელებდნენ ჩემს ცემას, წამებას დაბმულ მდგომარეობაში, ბორკილებდადებულისას. ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, წინააღმდეგობის გაწევის საშუალება და შესაძლებლობა მქონდა და ამიტომ ხდებოდა ჩემი დაბმა, რათა მათთვის მარტივი ყოფილიყო, განეხორციელებინათ ის, რისი დავალებაც ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ძალიან დასუსტებული ვიყავი. საკანში ვიყავი მარტო. საკანი ნორმალური სიდიდის იყო, მოძრაობა შეიძლებოდა, მაგრამ ჩემ გვერდით იყო გარემონტებული საკნები, სადაც კრიმინალები ჰყავდათ. ჩემთვის არც საჭმლის, წყლის მოწოდება არ ხდებოდა. ორ, სამ დღეში მომაწვდიდნენ ნახევარ პურს და ძეხვს, ერთ ჭიქა წყალს. ერთი-ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა, დააფურთხეს ზედ და ისე მომაწოდეს. ეს გააკეთეს იმათ, ვინც ესწრებოდა და ახორციელებდა ჩემს ცემას, წამებას. იმ დროს ხდებოდა საჭმლის შემოწოდება, იმათ თანდასწრებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რუსთაველი ბიჭები, რომლებიც მუშაობდნენ პოლიციაში, ინფორმაცია რომ არ გასულიყო თეთრიწყაროს პოლიციიდან, სამსახურიდან გაუშვეს შვებულებაში. ასეთი დასუსტებული როდესაც ვიყავი, „პრაგულკის“ დროს ერთმა პატიმარმა, სვანის ბიჭი იყო, თვისი საჭმელი შემომიგდო „ფორთოჩკაში“. მათ ყველაფერი იცოდნენ, რაც მემართებოდა. ამის გამო ოთხი თვე დაუმატეს პატიმრობა. შემომაწოდა პურის ნაჭერი, „პეჩენია“ და ასეთი რაღაცები. ამისთვის დასაჯეს, ერთ კვირაში უნდა გასულიყო და ოთხი თვით დაუმატეს პატიმრობა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.