ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას ვგეგმავთ არის ჩვენი ინტერესი, ანტიამერიკული მთავრობა იყოს მსოფლიოს ამ ნაწილში? – მარკო რუბიო საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით და „ანტიამერიკულ მთავრობაზე“ საუბრობს. 

ახლახან, – 2025 წლის 21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე, – აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა, როდესაც მას საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხეს. მარკო რუბიოს კითხვა „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.

კონგრესმენმა უილსონმა ჯერ ისაუბრა „არჩევნების გაყალბებაზე“, ასევე, ჩინეთის ინტერესების სანაცვლოდ ამერიკულ მხარესთან ორგანიზაციების ასოცირების „კრიმინალიზაციაზე“, მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებზე და რუბიოს ჰკითხა:

„200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის [ტრამპის] ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“?

სახელმწიფო მდივანი რუბიოს პასუხი ასეთი იყო:

„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, – [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.

ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.

კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას – ანტიამერიკულ მთავრობას – რეაგირება“.

წყარო: რადიო თავისუფლება

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უეფა-ს აღმასკომმა ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი ფორმატი დაამტკიცა – ფინალურ ეტაპზე მასპინძლები ავტომატურად ვერ მოხვდებიან

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი ევროპა ლიგის ფინალის წინ ბილბაოში შეიკრიბა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე მასპინძლები ავტომატურად ვერ მოხვდებიან.ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი ფორმატიუეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ცხრა სტადიონზე გაიმართება და 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მსგავსად, ახლაც 12 ჯგუფი იქნება, თითოეული 4 ან 5-გუნდიანი. მასპინძელი ქვეყნები ასევე მონაწილეობას მიიღებენ საკვალიფიკაციო ტურნირში, ოღონდ, ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია აუცილებლად სხვადასხვა საკვალიფიკაციო ჯგუფში ითამაშებენ.ევრო 2028-ის ფინალურ ტურნირზე პირდაპირი გზით 12 ჯგუფის გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდება – სულ 20 გუნდი. ორი საგზური გარანტირებულად შენახული იქნება მასპინძელი ქვეყნებისთვის (რომლებიც ტურნირზე საკვალიფიკაციო გზით ვერ მოხვდებიან) – ასე რომ, ევროზე მინიმუმ ორი მასპინძელი მაინც ითამაშებს.დარჩენილი ადგილები პლეი ოფში გათამაშდება საკვალიფიკაციო ჯგუფების დარჩენილ მეორეადგილოსნებსა და ერთა ლიგის (2026/27) რეიტინგით საუკეთესო ჯგუფების გამარჯვებულებს შორის, რომლებიც კლასიკური შესარჩევიდან ევროს საგზურს ვერ მოიპოვებენ.მასპინძლების მიერ მოპოვებული ადგილების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება, პლეი ოფში ფინალურ ეტაპის რამდენი საგზური გათამაშდება. ეს რაოდენობა შეიძლება ორიდან ოთხამდე მერყეობდეს – სულ მოსალოდნელია სამი სცენარი:1. თუ მასპინძელი ქვეყნები ორივე საგზურს მოიპოვებენ – დარჩენილი 2 ადგილისთვის 8 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს;2. თუ მასპინძელი ქვეყნები ერთ საგზურს მოიპოვებენ – დარჩენილი 3 ადგილისთვის 12 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს;3. თუ მასპინძელი ქვეყნები საგზურს ვერ მოიპოვებენ – დარჩენილი 4 ადგილისთვის 8 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს.შესარჩევი ტურნირის განრიგი 2025 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება, ხოლო ოფიციალური რეგულაციები – წლის ბოლომდე.დაფინანსების პროგრამა და განაწილების პრინციპები 2024-2028 წლებისთვისშემდეგი ციკლისთვის, რომელიც ევრო 2028-ს მოიცავს, უეფა-სა და ევროპის კლუბების ასოციაციას (ECA) შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, 240 მილიონი ევრო განაწილდება, რომელსაც წინა ციკლის შვიდი მილიონი ევროც დაემატება.ECA-ს წინადადებით გადაწყდა, რომ 2020-2024 წლების სეზონიდან დარჩენილი შვიდი მილიონიდან სამი, უეფა-ს ქალთა ევრო 2025-ის პროგრამაში გადაირიცხოს, რათა თანხის ოდენობა ექვსიდან ცხრა მილიონ ევრომდე გაიზარდოს.დარჩენილი 244 მილიონი ევროს განაწილების მექანიზმი უცვლელი რჩება და ორ ნაწილად გაიყოფა. 104 მილიონი ევრო უეფა-ს ერთა ლიგის ორ ტურნირს (2024/25 და 2026/27 წლების სეზონებსა და 2026-28 წლების ევროპის საკვალიფიკაციო მატჩებს) დაფარავს. 140 მილიონ ევრო კი იმ კლუბებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც თავიანთ მოთამაშეებს ევრო 2028-ზე გაგზავნიან.ერთა ლიგის ფინალური ტურნირის განაცხადებიუეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, სეზონის დასრულების დინამიკისა და მომავალ ზაფხულში გაზრდილი აქტივობის გათვალისწინებით, 2025 წლის უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებში მონაწილე გუნდების განაცხადში მოთამაშეთა რაოდენობა 23-დან 26-მდე გაზარდა.

🎥„მძიმე დღეები რომ იყო ჩემს ცხოვრებაში, ქუჩაში რომ გამოვიდოდი, მანქანები ჩერდებოდნენ…“ – ნიკოლოზ წულუკიძე

თე­ატრმ­ცოდ­ნე და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნიკა წუ­ლუ­კი­ძე გა­და­ცე­მა "Ajaratv • SHOWS"-ში გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს იმ მხარ­და­ჭე­რა­ზე, რო­მე­ლიც ხალ­ხის­გან უგ­რძნია და ამ­ბობს, რომ სწო­რედ ამ სიყ­ვა­რულ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ერთ დროს, ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ. 

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ქარს პროგნოზირებენ. დედაქალაქში დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, უნალექო ამინდი იქნება.

დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი და სამარცხვინო რეპორტიორი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა. ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტ პიტერ ალექსანდერსის შეკითხვამ, რომელიც კატარის მიერ ნაჩუქარ ძვირადღირებულ ბოინგს ეხებოდა.„ეს შესანიშნავი რამაა. ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ სხვა რამეზეც. ეს არის NBC, რომელიც ცდილობს იმ თემიდან გადახვევას, რაც თქვენ ახლახანს ნახეთ“, – თქვა ტრამპმა.ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხზე ტრამპს კითხვა მაშინ დაუსვა, როდესაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს თეთრკანიანი ფერმერების გენოციდის შესახებ ვიდეოს აჩვენებდა.„იცით, თქვენ საშინელი რეპორტიორი ხართ. პირველ რიგში, თქვენ არ გაქვთ ის, რაც საჭიროა რეპორტიორობისთვის. თქვენ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავის გარდა კატარი 5,1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას აპირებს აშშ-ში.„თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სტუდიაში, NBC-ში, რადგან ბრაიან რობერტსი და ის ხალხი, ვინც იმ ადგილს მართავს, გამოძიებას საჭიროებენ. თქვენ სამარცხვინო ხართ. მეტი კითხვა თქვენგან აღარ იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა.

ბოლო სიახლეები