დუდა სანაძე კლუბ „ალ ნასერის“ შემადგენლობაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების თასის მფლობელია. ტურნირის ფინალში „ალ ნასერის“ მეტოქე წინ რეგიონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „შაბაბ ალ აჰლი“ გახლდათ.
გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის სანაძეს, რომელიც ტურნირის მანძილზე საშუალოდ 20 ქულას აგროვებდა. ყველაზე შედეგიანი დუდასთვის მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც მან 34 ქულა მოაგროვა.