პარასკევი, მარტი 21, 2025

დონალდ ტუსკი – უკრაინის საკითხზე 56 სამიტი თუ იქნება, მშვიდობა უფრო სწრაფად არ დადგება, შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს

უკრაინის საკითხზე 56 სამიტი თუ იქნება, მშვიდობა უფრო სწრაფად არ დადგება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკის თქმით, უკრაინის საკითხზე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს.

პოლონეთის პრემიერის ინფორმაციით, მისი ქვეყანა მომავალ კვირას პარიზში დაგეგმილ უკრაინის სამიტს დაესწრება. შეხვედრის ბოლოს კი, მას დაგეგმილი აქვს პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

„როგორც ცნობილია, მართლაც ბევრია უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილი შეხვედრები, სამიტები, ვიდეოკონფერენციები, ვიზიტები. ზოგი იტყვის, რომ ძალიან ბევრია. როგორც ჩანს, შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს. ეს ჩემი ზოგადი შენიშვნაა, რათა არ გავგიჟდეთ, რომ 56 სამიტი და ვიდეოკონფერენცია თუ იქნება, მაშინ მშვიდობა უფრო სწრაფად დადგება“, – განაცხადა ტუსკმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას! – გია აბაშიძე

უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას! მათი ადვოკატირება ფუჭი და თანაზრახველობითი აქტივობაა შინ თუ გარეთ, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისივე თქმით, სამარცხვინო ნაცგზავნილი, რომ თითქოს ავადსახსენებელი 9 წელი უნდა დავივიწყოთ, არის კრიმინალთა პირდაპირი გამართლების უშანსო მცდელობა.მანვე აღნიშნა, რომ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი ის, რომ როგორც ჰიტლერის ნაციზმი არ დაივიწყა კაცობრიობამ, საქართველო არასდროს დაივიწყებს გარეწარ ნაცჩინოსანთა უმძიმეს დანაშაულებებს ერის წინაშე.„უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას! მათი ადვოკატირება ფუჭი და თანაზრახველობითი აქტივობაა შინ თუ გარეთ. საქართველოში აღარავის აინტერესებს ცალკეული დასავლური რაღაც ფარატინა რეზოლუციები და ე.წ. სანქციები. სამარცხვინო ნაცგზავნილი, რომ თითქოს ის ავადსახსენებელი 9 წელი უნდა დავივიწყოთ, არის კრიმინალთა პირდაპირი გამართლების უშანსო მცდელობა. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი ის, რომ როგორც ჰიტლერის ნაციზმი არ დაივიწყა კაცობრიობამ, საქართველო არასდროს დაივიწყებს გარეწარ ნაცჩინოსანთა უმძიმეს დანაშაულებებს ერის წინაშე! საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს.განიხილავენ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს. სხდომას ესწრება ხარძიანის შვილი ბესარიონ ხარძიანი. ბიზნესმენის შვილმა ისაუბრა 2011 წელს მამამისის დაპატიმრების და გლდანის ციხეში მისი წამების, არაადამიანური მოპყრობის, ასევე კუს ტბის წილების დათმობის ფაქტებზე. 2015 წლის 28 მარტს, ნაცრეჟიმის მიერ ერთ-ერთ ნაწამებ და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ციხიდან დახსნილ ბიზნესმენს, ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. ქილერი გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ის, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს, სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში“, - წერს გია აბაშიძე.

დედისთვის მიძღვნილი გოლი და სიხარული სანდრასთან ერთად: გიორგი ქოჩორაშვილის კადრები

ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს გაიმართება. თამაშისას განსაკუთრებით თავი გამიჩინეს გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა. ამჯერად გიორგი ქოჩორაშვილი "ინსტაგრამზე" დედასთან და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. "უყვარს" - ამ წარწერით აქვეყნებს გიორგისა და სანდრას ფოტოებს სეტანტას არხი.  გიორგი ქოჩორაშვილმა აღნიშნა, რომ გატანილი გოლი დედას მიუძღვნა, რადგან თამაშის დღეს მისი დაბადების დღე იყო.

ორი უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან – ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე პროფესიით ვირუსოლოგ-იმუნოლოგი გახლავთ. ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, რომელიც მან "ერთსულოვნებას" მისცა, იმუნიტეტის გასაძლიერებელ ბუნებრივ საშუალებაზე მაყურებელს საჭირო და სასარგებლო რჩევა მიაწოდა. კალიუმით, სელენით, ცინკითა და უამრავი მიკროელემენტით გაჯერებულ ამ ნაზავს თუ დილაობით მიიღებთ, მთელი დღე ჯანსაღად იქნებით. ძლიერი იმუნიტეტი ვირუსთან კარგი მებრძოლია.იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე: - ვირუსების დროს და თანაც გაზაფხულზე, როცა ვიტამინებით გაჯერებული საკვები გვჭირდება, ეს არის აუცილებელი ნაზავი. დილაობით უნდა მიიღოთ. ადვილი მოსამზადებელია, თანაც ცოტა დრო მიაქვს.200 გრამი ქიშმიში, 200 გრამი გარგარის ჩირი, 200 გრამი შავი ქლიავი, ამდენივე ნიგოზი და 1 ცალი ლიმონი ცედრიანად გავატაროთ, დავუმატოთ 200 გრამი თაფლი და კარგად მოვურიოთ. (ლიმონი კარგად გავრეცხოთ, მე ჯერ მდუღარეში ვაგდებ და მერე სოდით ვრეცხავ.) ჩირების ნაზავი მოათავსეთ მაცივარში და დილაობით, ჭიქა წყლის დალევიდან ნახევარ საათში, მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი.ასევე მეორე რეცეპტს გიზიარებთ. ვატარებთ ცედრებით ციტრუსს - ერთ გრეიპფრუტს, ორ ქართულ ფორთოხალსა და ორ ლიმონს, ორ გაფქცვნილ კივს და გახეხილ ას გრამ ჯინჯერს; ვუმატებთ მცირე რაოდენობით ნუშს ან ნიგოზს, ბოლოს ვურევთ იმდენ თაფლს, რომ კარგად დატკბეს და ქერქიანმა ციტრუსებმა კუჭის პრობლემა არ გამოიწვიოს. ამ ნარევშიც ბევრი მიკროელემენტია, კარგია ვირუსებთან ბრძოლაში. იმდენად სასარგებლოა ტვინისთვის, რომ თუ მას იღებთ, ძალიან მცირეა ალცჰაიმერით დაავადების შანსი. დილაობით ამ ნარევებს თუ მიირთმევთ, დღისით კვებაც რომ ვერ მოახერხოთ, საჭირო ვიტამინები მიღებული გექნებათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დღეს დაკავებული სამი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.როგორც შსს-ში აცხადებენ, სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დღეს სამი პირი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტთან, კიბეზე პატარა სკამების დადგმა სურდათ, თუმცა, მათი თქმით, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

დონალდ ტრამპმა დაანონსა მეექვსე თაობის ავიაგამანადგურებელი „F-47“, რომელსაც „ბოინგი“ ააგებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეექვსე თაობის ახალი ავიაგამანადგურებლის, „F-47“ შესახებ დააანონსა, რომელსაც „ბოინგი“ ააგებს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.პრეზიდენტის განმარტებით, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალები უკვე დიდი ხანია მუშაობს უახლესი თაობის ავიაგამანადგურებელზე, რომლის მსგავსიც ამ დრომდე არავის უხილავს. ტრამპის თქმით, „F-47“-ის ექსპერიმენტული ვერსია უკვე ხუთი წელია, დაფრინავს.აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თქმით, რომელიც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან ერთად იმყოფებოდა, ახალი ავიაგამანადგურებლის წარდგენისას, „F-47“ აშშ-ს საჰაერო ძალების დომინირებას ცაში კიდევ თაობების განმავლობაში უზრუნველყოფს.„ჩვენ გვქონდა F-15, F-16, F-18, F- 22 და F-35 და ახლა კი გვაქვს F-47, რომელიც ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილია ჩვენს მოკავშირეებთან, რომ ჩვენ არსად მივდივართ. ასევე გზავნილი ჩვენს მტრებთან, რომ ჩვენ შევძლებთ ძალის პროექციას მთელ მსოფლიოში თაობების განმავლობაში“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ბოლო სიახლეები