დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის რეალური საფრთხე არსებობს.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლა დღეს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამას მხარს უჭერს როგორც პარტია „კონფედერაცია“, ასევე პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წევრების უმრავლესობა.
ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის მსურველი პარტიების მფარველობაში პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი დაადანაშაულა.
„ნავროცკი მათი მფარველია. რუსეთს, ამერიკულ მოძრაობა MAGA-ს და ევროპელ მემარჯვენეებს, ორბანის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის განადგურება სურთ“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, პოლონეთისთვის ევროკავშირიდან გასვლა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება და განაცხადა, რომ მათ შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს.

