პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ტუსკი აღნიშნავს, რეგიონში ომი გრძელდება და ქაოსი ვრცელდება.
„ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. ვაშინგტონმა, შესაძლოა, რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები მოხსნას. ვინ არის აქ ნამდვილი გამარჯვებული?“- წერს ტუსკი.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას განიხილავს. აშშ-ის სახაზინო მდივნის განმარტებით, უამრავი ტანკერია სანქციების გამო გაჩერებული და ეს სანქციები თუ მოიხსნება, ნავთობი ბაზარზე გამოვა და გლობალური მიწოდება გაიზრდება.

