პოლონეთი ყოველთვის იღებდა აშშ-ის ლიდერობას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, თუმცა ვაშინგტონმა უნდა გაიგოს ლიდერობასა და დომინირებას შორის განსხვავება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ჩემთვის, როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის, აბსოლუტურად ნათელია, რომ ყოველთვის ძალიან ერთგული ვიქნები ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მიმართ და ჩვენ ყოველთვის ვიღებდით შეერთებული შტატების ლიდერობას. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია“, – აღნიშნა ტუსკმა.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთისთვის შეერთებული შტატები ყოველთვის შეასრულებს „ყველაზე მნიშვნელოვან როლს“, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებში.
„სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის ვაშინგტონში, გავიგოთ დომინირებასა და ლიდერობას შორის განსხვავება“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტუსკის თქმით, „ლიდერობა ნორმალურია“. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა „ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტია პარტნიორებთან, მეგობრებთან ურთიერთობაში. ტუსკის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ერთიანობის შენარჩუნებაა.

