კვირა, მაისი 4, 2025

დონალდ ტრამპს რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. სურათზე გამოსახულია ტრამპი, რომელიც რომის პაპის სკამზე ზის, შემოსილია პაპის სამოსით და თავსაბურავით, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი ზემოთ აქვს მიმართული.

პოსტი იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც მთელ მსოფლიოში კათოლიკეები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ და შემდეგი პაპის არჩევნებისთვის ემზადებიან.

მანამდე ტრამპმა ამ საკითხზე ხუმრობით თქვა, რომ მას „თავად სურს, იყოს პაპი“.

ტრამპის ამ სურათს ნიუ იორკის კათოლიკური კონფერენცია გამოეხმაურა, რომელშიც ამ შტატის ეპისკოპოსები შედიან.

„ამ ფოტოში სასაცილო არაფერია, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ახლახან დავკრძალეთ ჩვენი საყვარელი პაპი ფრანცისკე და კარდინალები მალე დაიწყებენ საზეიმო კონკლავს წმინდა პეტრეს ახალი მემკვიდრის ასარჩევად. ჩვენი დაცინვა საჭირო არ არის“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ტრამპის პოსტი იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მატეო რენციმაც გააკრიტიკა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა გახდა დადიანის ქუჩაზე კორპუსში იატაკის ჩანგრევის მიზეზი? – ბოლო ცნობები ადგილიდან

დადიანის ქუჩაზე 3-სართულიანი სახლის იატაკი ჩამოინგრა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა შენობიდან 2 დაშავებული გამოიყვანეს, რომლებიც კონტაქტურ მდგომარეობაში იყვნენ.ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიული იყო. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. რაც შეეხება იატაკის ჩამონგრევის მიზეზს. ამ დროისთვის ნგრევის ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პირველ სართულზე მდებარე აფთიაქში მიმდინარეობდა რემონტი და სავარაუდოდ, ისედაც ამორტიზებული შენობის დაზიანება ამან გამოიწვია.

თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში, მოქალაქეები ისნის მეტროსადგურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ „ერთობის მარშს” მართავენ.საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მათი ძირითადი მოთხოვნაა - აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომა.“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ეს მარში დაორგანიზებულია “ერთობის” მიერ - სამოქალაქო აქტივისტების, მოძრაობების, ორგანიზაციების. ჩვენ პირველი ღონისძიება პროკურატურასთან წარმატებით ჩავატარეთ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ პოლიციის ორგანოებთან მივიდეთ და ჩვენი სათქმელი, მიზნები ვუთხრათ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მათ შევახსენოთ, რომ ქვეყანას 50-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქციელზე უნდა დაფიქრდეს და მათ დანაშაულებრივი ბრძანებები არ უნდა შეასრულონ. მათი კანონით დადგენილი ფუნქციები აბსოლუტურად სხვაა და ის კრიმინოლოგიური სიტუაციის მოგვარებას, მართლწესრიგის უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს და არა აქტივისტების, პროტესტის მონაწილეების დევნას…ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს შვილებს დანაშაული არ მიუძღვით და ეს საქმეები ჯიბის პოლიციამ, პროკურატურამ შეკერა და ახალგაზრდა, წარმატებულ ქართველებს ხანგრძლივი ციხისათვის იმეტებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია”, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს – კვლევა

2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს. ამის შესახებ ირკვევა საცალო ვაჭრობის სექტორის კვლევიდან.უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, 2024 წელს სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორის შემოსავლებმა 22.7 მლრდ ლარი შეადგინა.აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიის მიხედვით, გაყიდვების 50% დედაქალაქზე - თბილისზე, ხოლო 50% რეგიონებზე მოდიოდა.რაც შეეხება გაყიდულ პროდუქციას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, სექტორის შემოსავლების ძირითადი წილი 67% საკვებზე მოდიოდა; 14% - სასმელზე; მარკეტების შემოსავლების 7% მიღებულია თამბაქოს გაყიდვებით, რაც 1.589 მლრდ ლარი გამოდის; 6% - 6% კი თანაბრად საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებზე ნაწილდებოდა.წყარო: bpn.ge

რუსეთისა და უკრაინის შერიგება „გარდაუვალია“ და „ეს დროის საკითხია“-ვლადიმერ პუტინი

რუსეთისა და უკრაინის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„მე მგონია, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, რომელსაც ჩვენ ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, – აღნიშნა პუტინმა რუსეთ-უკრაინის შერიგების საკითხზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი აღნიშნულ პოსტზე. პუტინის თქმით, ის მუდმივად ფიქრობს, ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე, თუმცა ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.„საბოლოო ჯამში, არჩევანი ადამიანებზეა, რუს ხალხზე, მოქალაქეებზე, ამომრჩევლებზე. რაიმეს სერიოზულად გაკეთების შანსი ნაკლებად ექნება ადამიანს, რომლის უკანაც არ დგას ხალხის ნდობა. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია. ამიტომ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, და მე ამაზე მუდმივად ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, და უმჯობესია რამდენიმე ადამიანი, რათა ხალხს ჰქონდეს არჩევანი, რომელსაც შეუძლია, მოიპოვოს ეს ნდობა ქვეყნის მოქალაქეებისგან“, – აღნიშნა პუტინმა.

თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩამოინგრა კორპუსში იატაკი, საცხოვრებელი სახლიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

ბოლო სიახლეები