ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი და სამარცხვინო რეპორტიორი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა. ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტ პიტერ ალექსანდერსის შეკითხვამ, რომელიც კატარის მიერ ნაჩუქარ ძვირადღირებულ ბოინგს ეხებოდა.

„ეს შესანიშნავი რამაა. ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ სხვა რამეზეც. ეს არის NBC, რომელიც ცდილობს იმ თემიდან გადახვევას, რაც თქვენ ახლახანს ნახეთ“, – თქვა ტრამპმა.

ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხზე ტრამპს კითხვა მაშინ დაუსვა, როდესაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს თეთრკანიანი ფერმერების გენოციდის შესახებ ვიდეოს აჩვენებდა.

„იცით, თქვენ საშინელი რეპორტიორი ხართ. პირველ რიგში, თქვენ არ გაქვთ ის, რაც საჭიროა რეპორტიორობისთვის. თქვენ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავის გარდა კატარი 5,1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას აპირებს აშშ-ში.

„თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სტუდიაში, NBC-ში, რადგან ბრაიან რობერტსი და ის ხალხი, ვინც იმ ადგილს მართავს, გამოძიებას საჭიროებენ. თქვენ სამარცხვინო ხართ. მეტი კითხვა თქვენგან აღარ იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი აშშ-ში არ არის

ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.„საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, ახლავე უნდა დასრულდეს. სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის აშშ-ში. სამწუხაროა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება“, – წერს ტრამპი.შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცზე და ქალზე თავდასხმა მაშინ განოხრციელდა, როდესაც ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა...

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ირაკლი რუხაძის მოსმენის დროს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ტელევიზიის მისაკუთრების ფაქტები გაიხსენა.„როდესაც დავიწყეთ კვლევა, თუ რა იურიდიული საფუძველი ჰქონდათ "იმედში" შეჭრის (რაიმე დოკუმენტი ხომ უნდა გაეფორმებინათ), აღმოვაჩინეთ, რომ სიყალბეების წარმოუდგენელი კასკადი ჩაიდინეს მთელმა რიგმა სახელმწიფო უწყებებმა, კერძოდ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, პროკურატურამ, სასამართლომ... ძველი თარიღებით ხდებოდა მთელი რიგი გადაწყვეტილებების გაფორმება, რათა ასეთი ყალბი დოკუმენტებით გაემართლებინათ ტკ „იმედში“ შეჭრა და დარბევა,“- განაცხადა დეპუტატმა.სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ქვეყანაში არ ყოფილიყო ალტერნატიული, ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებული აზრი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მას სურდა, საქართველოს რკინიგზა, რომლის ღირებულება იმ დროისთვის 1 მლრდ აშშ დოლარს აღემატებოდა, გაეცვალა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით ზარალიანი კომპანია იყო.„თუ რამდენად სურდა სააკაშვილის მთელი სატელევიზიო სივრცის კონტროლი, კარგად ჩანს იქიდან, რომ ის ცდილობდა, საქართველოს უმსხვილესი აქტივი - საქართველოს რკინიგზა - ბადრი პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანია იმედში გაეცვალა. მატერიალური თვალსაზრისით, საქართველოს რკინიგზაზე ღირებული აქტივი ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია. შესაბამისად, ადვილად გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილისთვის, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო ალტერნატიული აზრი. სწორედ მაშინ, ამ შეთავაზების პასუხად, გაჟღერდა ბადრი პატარაშვილის ცნობილი ფრაზა - „იმედი არ იყიდება!“ ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ფიზიკური ძალით გადაწყვიტა ტელეკომპანია „იმედის“ განადგურება და საბოლოო დარტყმა „იმედზე“ 7 ნოემბერს მიიტანეს.სხვათა შორის, ამ დღეს იქ ვიყავი, ტელეკომპანიასთან მივედი და ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ სპეცრაზმმა შენობაში შესვლის საშუალება არ მომცა. მოგვიანებით, როდესაც დავიწყეთ კვლევა, თუ რა იურიდიული საფუძვლით მოხდა (რაიმე დოკუმენტი ხომ უნდა არსებულიყო?!) იმედში შეჭრის, აღმოვაჩინეთ, რომ სიყალბეების წარმოუდგენელი კასკადი ჩაიდინა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელიც იყო დიმიტრი ქიტოშვილი. ძველი თარიღებით ხდებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების გაფორმება არა მხოლოდ მარეგულირებელ კომისიაში, არამედ პროკურატურასა და სასამართლოშიც. ეს ყველაფერი დეტალურად წერია სახალხო დამცველის მაშინდელ ანგარიშში და ეს უნდა გამოვიყენოთ კომისიის საბოლოო დასკვნაში, როცა შევეხებით მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობის არ არსებობას ნაცრეჟიმის დროს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა...

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოეხმაურა ლაშა ბუღაძის მიერ ნონა გაფრინდაშვილზე გაკეთებულ განცხადებას.„ლაშა ბუღაძე და მამამისი, გია ბუღაძე, დღეს გახდნენ ვითომ პატრიოტები, არადა, საბჭოთა პერიოდში გია ბუღაძე ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ნონა გაფრინდაშვილი ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში შექმნა განუმეორებელი ეპოქა.„ლაშა ბუღაძემ ნონა გაფრინდაშვილს საბჭოთა ეპოქის ადამიანი უწოდა. ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი ერის სიამაყე და ყოველთვის ასეთად დარჩება. ის არის ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ეპოქა შექმნა, რომლის მსგავსი არ განმეორებულა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ისტორიაში - როცა სპორტის ერთ სახეობაში, ერთი ქვეყანა თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო მუდმივად გამარჯვებული. და არა მხოლოდ გამარჯვებული, არამედ ხშირად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2 ქართველი ხვდებოდა ერთმანეთს. ეს ეპოქა სწორედ ნონა გაფრინდაშვილმა შექმნა. ყველა შემდგომი თაობა მის მაგალითზე იზრდებოდა და დღესაც რომ გვაქვს ძალიან ძლიერი საჭადრაკო სკოლა, ესეც მისი დამსახურება.ლაშა ბუღაძე და მამამისი, გია ბუღაძე, დღეს გახდნენ ვითომ პატრიოტები, არადა, საბჭოთა პერიოდში გია ბუღაძე ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ლაშა ბუღაძე კი ბედავს ასეთი გარეწრული განცხადებების გაკეთებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

უეფა-ს აღმასკომმა ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი ფორმატი დაამტკიცა – ფინალურ ეტაპზე მასპინძლები ავტომატურად ვერ მოხვდებიან

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი ევროპა ლიგის ფინალის წინ ბილბაოში შეიკრიბა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე მასპინძლები ავტომატურად ვერ მოხვდებიან.ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი ფორმატიუეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ცხრა სტადიონზე გაიმართება და 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მსგავსად, ახლაც 12 ჯგუფი იქნება, თითოეული 4 ან 5-გუნდიანი. მასპინძელი ქვეყნები ასევე მონაწილეობას მიიღებენ საკვალიფიკაციო ტურნირში, ოღონდ, ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია აუცილებლად სხვადასხვა საკვალიფიკაციო ჯგუფში ითამაშებენ.ევრო 2028-ის ფინალურ ტურნირზე პირდაპირი გზით 12 ჯგუფის გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდება – სულ 20 გუნდი. ორი საგზური გარანტირებულად შენახული იქნება მასპინძელი ქვეყნებისთვის (რომლებიც ტურნირზე საკვალიფიკაციო გზით ვერ მოხვდებიან) – ასე რომ, ევროზე მინიმუმ ორი მასპინძელი მაინც ითამაშებს.დარჩენილი ადგილები პლეი ოფში გათამაშდება საკვალიფიკაციო ჯგუფების დარჩენილ მეორეადგილოსნებსა და ერთა ლიგის (2026/27) რეიტინგით საუკეთესო ჯგუფების გამარჯვებულებს შორის, რომლებიც კლასიკური შესარჩევიდან ევროს საგზურს ვერ მოიპოვებენ.მასპინძლების მიერ მოპოვებული ადგილების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება, პლეი ოფში ფინალურ ეტაპის რამდენი საგზური გათამაშდება. ეს რაოდენობა შეიძლება ორიდან ოთხამდე მერყეობდეს – სულ მოსალოდნელია სამი სცენარი:1. თუ მასპინძელი ქვეყნები ორივე საგზურს მოიპოვებენ – დარჩენილი 2 ადგილისთვის 8 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს;2. თუ მასპინძელი ქვეყნები ერთ საგზურს მოიპოვებენ – დარჩენილი 3 ადგილისთვის 12 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს;3. თუ მასპინძელი ქვეყნები საგზურს ვერ მოიპოვებენ – დარჩენილი 4 ადგილისთვის 8 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს.შესარჩევი ტურნირის განრიგი 2025 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება, ხოლო ოფიციალური რეგულაციები – წლის ბოლომდე.დაფინანსების პროგრამა და განაწილების პრინციპები 2024-2028 წლებისთვისშემდეგი ციკლისთვის, რომელიც ევრო 2028-ს მოიცავს, უეფა-სა და ევროპის კლუბების ასოციაციას (ECA) შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, 240 მილიონი ევრო განაწილდება, რომელსაც წინა ციკლის შვიდი მილიონი ევროც დაემატება.ECA-ს წინადადებით გადაწყდა, რომ 2020-2024 წლების სეზონიდან დარჩენილი შვიდი მილიონიდან სამი, უეფა-ს ქალთა ევრო 2025-ის პროგრამაში გადაირიცხოს, რათა თანხის ოდენობა ექვსიდან ცხრა მილიონ ევრომდე გაიზარდოს.დარჩენილი 244 მილიონი ევროს განაწილების მექანიზმი უცვლელი რჩება და ორ ნაწილად გაიყოფა. 104 მილიონი ევრო უეფა-ს ერთა ლიგის ორ ტურნირს (2024/25 და 2026/27 წლების სეზონებსა და 2026-28 წლების ევროპის საკვალიფიკაციო მატჩებს) დაფარავს. 140 მილიონ ევრო კი იმ კლუბებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც თავიანთ მოთამაშეებს ევრო 2028-ზე გაგზავნიან.ერთა ლიგის ფინალური ტურნირის განაცხადებიუეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, სეზონის დასრულების დინამიკისა და მომავალ ზაფხულში გაზრდილი აქტივობის გათვალისწინებით, 2025 წლის უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებში მონაწილე გუნდების განაცხადში მოთამაშეთა რაოდენობა 23-დან 26-მდე გაზარდა.

🎥„მძიმე დღეები რომ იყო ჩემს ცხოვრებაში, ქუჩაში რომ გამოვიდოდი, მანქანები ჩერდებოდნენ…“ – ნიკოლოზ წულუკიძე

თე­ატრმ­ცოდ­ნე და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნიკა წუ­ლუ­კი­ძე გა­და­ცე­მა "Ajaratv • SHOWS"-ში გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს იმ მხარ­და­ჭე­რა­ზე, რო­მე­ლიც ხალ­ხის­გან უგ­რძნია და ამ­ბობს, რომ სწო­რედ ამ სიყ­ვა­რულ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ერთ დროს, ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ. 

ბოლო სიახლეები