აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეექვსე თაობის ახალი ავიაგამანადგურებლის, „F-47“ შესახებ დააანონსა, რომელსაც „ბოინგი“ ააგებს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
პრეზიდენტის განმარტებით, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალები უკვე დიდი ხანია მუშაობს უახლესი თაობის ავიაგამანადგურებელზე, რომლის მსგავსიც ამ დრომდე არავის უხილავს. ტრამპის თქმით, „F-47“-ის ექსპერიმენტული ვერსია უკვე ხუთი წელია, დაფრინავს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თქმით, რომელიც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან ერთად იმყოფებოდა, ახალი ავიაგამანადგურებლის წარდგენისას, „F-47“ აშშ-ს საჰაერო ძალების დომინირებას ცაში კიდევ თაობების განმავლობაში უზრუნველყოფს.
„ჩვენ გვქონდა F-15, F-16, F-18, F- 22 და F-35 და ახლა კი გვაქვს F-47, რომელიც ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილია ჩვენს მოკავშირეებთან, რომ ჩვენ არსად მივდივართ. ასევე გზავნილი ჩვენს მტრებთან, რომ ჩვენ შევძლებთ ძალის პროექციას მთელ მსოფლიოში თაობების განმავლობაში“, – განაცხადა ჰეგსეტმა.