კვირა, მარტი 1, 2026

დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი – „ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.

ბრძანება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავალდებულებს, განაცხადონ უცხოური დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროების შესახებ.

„ამერიკული საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოითხოვს გამჭვირვალობას ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში უცხოური თანხების შემოდინებასთან დაკავშირებით. ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკის სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში.

აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, აშშ-ის განათლების მდივანმა უნდა უზრუნველყოს ამერიკელი ხალხისთვის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე უკეთესი წვდომა, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტებს მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ უფრო კონკრეტული დეტალები უცხოური დაფინანსების შესახებ, მათ შორის თანხების რეალური წყარო და მიზანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარჭეს და ჩვენც ჩავარჭობთ დანას გულში, ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ „ამერიკას გულში დანას ჩაარჭობს“.ის აშშ-ის და ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებით იმუქრება.„ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარჭეს და ჩვენც მათ გულში დანას ჩავარჭობთ. ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ვერ დაგვარტყამენ და გაიქცევიან“, – აღნიშნავს ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი.ალი ლარიჯანი ირანში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირი და აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი იყო. მისი თქმით, მალე დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნებიან.ამასთან, ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების დაბომბვას გააგრძელებს.„ერთხელ და სამუდამოდ ნათელი უნდა გახდეს, რომ ამერიკელებს ირანელი ერის ჩაგვრა არ შეუძლიათ“, – განაცხადა ლარიჯანიმ.

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ო. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სეიედ ალი მოჯანი: ლიდერის მკვლელობა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა- მთავრობა ადგილზეა,ირანი კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი, ირანში მიმდინარე პროცესს აფასებს -ალი ხამენეი გარდაცვალებას ეხმიანება და წერს:,,ქვეყნის კანონიერი ლიდერის მკვლელობა ეროვნული სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის, დარღვევას წარმოადგენს. პარალელურად, ამოქმედდა #ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრული მექანიზმები და სუვერენიტეტის სამართლებრივი უწყვეტობა გარანტირებულია. #მთავრობა ადგილზეა და ირანი თავისი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში მოქმედებს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  X-ზე წერს.

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი – ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა, ირანის მამაცო ხალხო, ფხიზლად და მზად იყავით, ქუჩებში გამოსვლის დრო...

ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, – ამის შესახებ ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში წერს.„ჩემო თანამემამულეებო, ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიიდან წაიშალა. მისი სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. რეჟიმის ნარჩენების მიერ ხამენეის მემკვიდრის დანიშვნის ნებისმიერი მცდელობა, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ვისაც ისინი მის ადგილას დანიშნავენ, არც ლეგიტიმაცია ექნება და არც დღეგრძელობა და უდავოდ, ამ რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილე იქნება“, – წერს ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი.ამასთან, რეზა ფეჰლევმა სამხედროების, სამართალდამცავ ორგანოებისა და უსაფრთხოების ძალებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს მათი უკანასკნელი შესაძლებლობაა, ერს შეუერთდნენ და ირანის თავისუფალი, აყვავებული მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ.„კრიმინალი ხამენეის სიკვდილი, ვერ იქნება შურისძიება დაღვრილი სისხლისთვის, მაგრამ შეიძლება, იქცეს მალამოდ მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილების და იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ირანის „ლომისა და მზის“ ეროვნულ რევოლუციას. ირანის პატივცემულო და მამაცო ხალხო, ეს შეიძლება, ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაულის დასაწყისი იყოს, მაგრამ ეს გზის დასასრული არ არის. ფხიზლად და მზად იყავით. ქუჩებში ფართოდ და გადამწყვეტად გამოსვლის დრო ძალიან ახლოსაა“, – წერს რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში.როგორც ყოფილი შაჰის ვაჟი აღნიშნავს, ერთიანობით საბოლოო გამარჯვებას მიაღწევენ და ირანის თავისუფლებას ერთად იზეიმებენ.

კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრია ომში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს“.ჰარისმა აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „სახიფათო“ უწოდა და თავისი 2024 წლის საპრეზიდენტო მეტოქე ტყუილში დაადანაშაულა, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას „ომების დაწყების ნაცვლად, მათ დასრულებას გვპირდებოდა“.„შემდეგ, გასულ წელს, მან თქვა: „ჩვენ მიწასთან გავასწორეთ“ ირანის ბირთვული პროგრამა. ესეც ტყუილი იყო“, - განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.ჰარისმა ამ დარტყმებს ასევე უწოდა „გაუაზრებელი, გაუმართლებელი, რომელსაც ამერიკელი ხალხი მხარს არ უჭერს“, და აღნიშნა, რომ ტრამპს ირანზე თავდასხმისთვის კონგრესის თანხმობა არ მიუღია.

ბოლო სიახლეები