შაბათი, ოქტომბერი 4, 2025

დონალდ ტრამპი – „ჰამასის“ განცხადების საფუძველზე, მჯერა, რომ მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა, რათა შევძლოთ მძევლების გაყვანა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„„ჰამასის“ მიერ ახლახან გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა, რათა ჩვენ შევძლოთ მძევლების უსაფრთხოდ და სწრაფად გაყვანა! ახლა ამის გაკეთება ძალიან საშიშია. ჩვენ უკვე ვმსჯელობთ დეტალებზე, რომლებიც უნდა დამუშავდეს. საქმე მხოლოდ ღაზას არ ეხება, საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთში დიდი ხნის ნანატრ მშვიდობას“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამასთან, „ჰამასში“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ძირითადად ეთანხმებიან, თუმცა გეგმის გარკვეული მოთხოვნები არარეალისტურია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს თვითმმართველობის არჩევნებია

დღეს თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მერს აირჩევს და ამავე რაოდენობის საკრებულოს დააკომპლექტებს.საარჩევნო უბნები ზუსტად დილის რვა საათზე გაიხსნება და მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად დრო საღამოს რვა საათამდე ექნებათ. უკვე მეორედ არჩევნები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.ხმის მიცემა ელექტრონულად შესაძლებელი იქნება 3061 საარჩევნო უბანზე, 777 უბანზე კი კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება. შესაბამისი ინვენტარით უკვე უზრუნველყოფილია ყველა უბანი.არჩევნების მიმდინარეობას ქვეყნის მასშტაბით 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. მათ შორის არ იქნება ეუთო/ოდირი. ორგანიზაციამ ქვეყანაში მისიის არ გამოგზავნის მიზეზად დაგვიანებული მიმართვა დაასახელა.

შალვა პაპუაშვილი – არჩევნების საბოტაჟი ჩაიშალა და ახლა ერთადერთი ვარიანტი დარჩათ, კენჭისყრის პროცესის ჩაშლა სცადონ, ცრუ ისტერიები მოაწყონ, თუმცა სახელმწიფო სრულად მობილიზებულია

ვხედავთ, რა ჯგუფთან გვაქვს საქმე. ემოციურად დაზიანებული, სასოწარკვეთილი ადამიანების ჯგუფია, რომელიც შესაძლოა, ყველაფერზე წამსვლელი იყოს. როგორც ჩანს, ორი გენერალი, რომლებიც, თუ არ ვცდები, „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებიც იყვნენ, კარგად იცნობენ სასოწარკვეთილებას, რომელიც ამ ჯგუფს აქვს. როგორც ჩანს, ისინი უშვებენ, რომ, არსებობს რისკი, რაღაც ასეთი განახორციელონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას.„ვერ გეტყვით, რა ინფორმაცია აქვთ, მაგრამ რასაც თავადაც საჯაროდ აანონსებენ, ძალადობას აპირებენ. სამწუხაროა, რომ ამ ძალადობას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. მისი განცხადება 23 სექტემბერს იყო, უკვე ათი დღე გავიდა და მისი მხრიდან დღემდე არ მოგვისმენია სხვა რაიმე განმარტება. ეს ნიშნავს, რომ მხარდაჭერა ჯერ კიდევ ძალაშია. ძალადობის რამდენი შემთხვევაც მოხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკომისიას, მისი პრესსპიკერის სახით. რაც შეეხება ძალადობის მოსალოდნელ რისკებს, მიზეზი ერთადერთია – ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ მიზნად ისახავენ არჩევნების საბოტაჟს. მათ საბოტაჟის მცდელობა ჩაეშალათ, რადგან არჩევნებში მონაწილეობას იღებს 12 პარტია, საარჩევნო პროცესი გამართული და გამჭვირვალე იყო, საარჩევნო კამპანიის წარმოების ყველა შესაძლებლობა არსებობდა. საბოტაჟი ჩაიშალა და ახლა ერთადერთი ვარიანტი დარჩათ, ხვალ კენჭისყრის პროცესის ჩაშლა და საარჩევნო უფლების განხორციელების ხელშეშლა სცადონ. ხედავენ, რომ ამასაც ვერ ახერხებენ, რადგან ხვალ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მივა. მათთვის ერთადერთი გამოსავალი ცრუ ისტერიის მოწყობაა, რაშიც ყველაზე დიდი ხიფათია, რადგან ვხედავთ, რა ჯგუფთან გვაქვს საქმე. ეს არის ემოციურად დაზიანებული, სასოწარკვეთილი ადამიანების ჯგუფი, რომელიც შესაძლოა, ყველაფერზე წამსვლელი იყოს. როგორც ჩანს, ორი გენერალი, რომლებიც, თუ არ ვცდები, „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებიც იყვნენ, იმ სასოწარკვეთილებას და ემოციურ დაზიანებას კარგად იცნობენ, რომელიც ამ ჯგუფს აქვს. როგორც ჩანს, ისინი უშვებენ, რომ, არსებობს რისკი, რაღაც ასეთი განახორციელონ. სახელმწიფო სრულად მობილიზებულია და არავის მისცემს შესაძლებლობას, მათ შორის საკუთარი თავი დაიზიანოს და ამით რაღაც ისტერიები შექმნას. ეს კარგი პროცესიც არის, ჩვენ ასეთი შესაძლებლობა სხვა დროს არ გვქონია – ხვალ ის მომენტია, როცა რამდენიმე რადიკალური პარტია, რამდენიმე „ენჯეო“ და დაჯგუფებები ყველა კრიტერიუმით ოფიციალურად გაფორმდებიან, როგორც რადიკალი-ექსტრემისტი დაჯგუფებები საკუთარი თავის ამგვარი მხილებით. ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც მთლიანად ამ პროცესმა უზრუნველყო, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების მოთმინებით. ხვალინდელი დღე, როგორც ლაკმუსის ქაღალდი, ზუსტად აჩვენებს და მონიშნავს რადიკალურ პარტიებს, რადიკალურ „ენჯეოებს“ და რადიკალურ ჯგუფებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე – ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც როგორც პროდასავლურმა პარტიამ ავირჩიეთ, არის უალტერნატივო მშვიდობიანი გზა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად

12 საათში, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ ერთადერთი სწორი არჩევანი და უარი ვუთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ამომრჩევლისადმი მიმართვისას განაცხადა.ხაზარაძის თქმით, ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც „ძლიერმა საქართველომ“, როგორც საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელმა პროდასავლურმა პარტიამ აირჩია, არის უალტერნატივო მშვიდობიანი გზა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.„მივიღეთ გამოწვევა და შევედით ბრძოლის უმძიმეს ველზე, რომ არ დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე მოღალატე, ძალადობრივი რეჟიმის პირისპირ კიდევ მრავალი წელი.ამ ნაბიჯით, „ძლიერი საქართველო – ლელო“ ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას და ქვეყნისთვის ისტორიულ, გარდამტეხ მომენტში ვდგებით ხალხთან ერთად და ერთიანი ძალებით შევდივართ ამ ბრძოლაში. ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციით და ყველა კონსტიტუციური გზით ვიბრძვით ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი გზით ჩამოსაშორებლად! ეს არის ბრძოლა თითოეული ქალაქისა და სოფლისთვის, თითოეული ადამიანის უსაფრთხოებისთვის და სოციალური კეთილდღეობისთვის.გამარჯვების მისაღწევად, თითოეული მოქალაქის ჩართულობა და მონაწილეობა არჩევნებში უმნიშვნელოვანესია. ეს ის გარდამტეხი მომენტია, როდესაც ერთმა ხმამ შესაძლოა, გადაწყვიტოს ჩვენი ქალაქის ბედი და ჩვენი მომავალი. ამიტომ, კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ ეტაპს და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.ხვალ, მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ხვალინდელი არჩევანით, ქართველმა ხალხმა უნდა მოიპოვოს ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლითაც ის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დაამარცხებს.რეჟიმის ჩამოშლა შესაძლებელია მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით. სწორედ ასეთი „სუსტი წერტილია” თბილისი, რომელიც ოცნებამ უკვე წააგო და წააგებს ხვალაც, თუ ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე. თბილისის წაგება კი შესაძლოა, გახდეს ის წერტილი, საიდანაც რეჟიმის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება.თბილისმა დაინახა ამ კამპანიის დროს, რომ მას აქვს არჩევანი – ეს არჩევანი ირაკლი კუპრაძეა, ახალი თაობისა და ახალი ფორმაციის, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომლის არჩევითაც ჩვენ დავასრულებთ თბილისის მკვლელობას და ოპოზიციური დედაქალაქი დააჩქარებს რეჟიმის დასასრულს. ერთად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები, ერთად უნდა დავიბრუნოთ საქართველო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კალანდარიშვილი – ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს, რაც მალე მოვახერხებთ საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას, მით მოხარული ვიქნებით

განვლილი პილოტებისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.მისივე თქმით, ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.„შედეგები გადმოგზავნილი თუ იქნება ნახევარ საათში, ორმოც წუთში, ორმოცდაათ წუთში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავაყოვნებთ. რაც მალე და ადრე მოვახერხებთ საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას, მით მოხარული ვიქნებით. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ტრადიციულ პროცედურებზე, რაც კვლავ არის პროცესში – გადასატანი ყუთიდან მოსული ბიულეტენების მოთავსება, წილისყრები, უბნის დახურვის, გადმოგზავნის პროცედურები. ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი ქალი იქნება

ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი ქალი იქნება.კენტერბერის ახალი არქიეპისკოპოსი 63 წლის სარა მალალი გახდა, რომელიც მღვდლად 2006 წელს ეკურთხა. ის ყოფილი მედდაა. სარა მალალი 2018 წელს ლონდონის პირველი ქალი ეპისკოპოსი გახდა და ამ რანგში შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა. ის მესამე ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირი იყო.კენტერბერის წინა არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი გასულ წელს სკანდალის გამო გადადგა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 2013 წელს ეკლესიასთან დაახლოებული პირი ჯონ სმიტი არასრულწლოვან ბიჭებზე და ახალგაზრდა მამაკაცებზე ძალადობდა. არქიეპისკოპოსი კი, ვალდებული იყო ეს ამბავი სამართალდამცველებისთვის ეცნობებინა, თუმცა ასე არ მომხდარა.ტრადიციის მიხედვით, ახალი არქიეპისკოპოსის არჩევა კანდიდატის პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას მოიცავს. კირ სტარმერი კი შემდეგ თავის მხრივ, ამ კანდიდატურას მონარქს წარუდგენს, რამდენადაც, ეკლესიის წინამძღოლად მეფე მოიაზრება, კენტერბერის არქიეპისკოპოსი ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირია ანგლიკანურ ეკლესიაში.

ბოლო სიახლეები