აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ომში „ძალიან კარგ მდგომარეობაშია“.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანს აღარ ჰყავს საზღვაო და საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები კი განადგურებულია.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ სრულად აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს და ახლა ჰორმუზის სრუტის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.
„მთავარია, გავიმარჯვოთ – სწრაფად, მაგრამ გავიმარჯვოთ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის უკვე მოგებულია. საკითხი მხოლოდ იმაშია, როდის შევჩერდებით. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, იქ ვიხილოთ ადამიანი, ვინც იცის, რას აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა. ჩვენ ეს არ გვინდა. შეგვიძლია, მათი ელექტროენერგიის სიმძლავრე ერთ საათში დავშალოთ და 25 წელი დასჭირდებათ მის აღსადგენად. ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – დონალდ ტრამპმა.

