ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი კონგრესმენი, თომას მესი, რომელმაც ირანზე აშშ-ის დარტყმები „კონსტიტუციურად არასათანადოდ“ შეაფასა.
„გუშინ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, ბომბი მათ ხელიდან გამოვტაცეთ (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ), მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველა მიღებული ქებისა და მოწონების მიუხედავად, ეს კონგრესმენი ეწინააღმდეგება იმას, რაც გუშინ ღამით, ირანში ასე ბრწყინვალედ იყო მიღწეული. მადლობა ჩვენს წარმოუდგენელ სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის. ეს მართლაც განსაკუთრებული იყო. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, – წერს ტრამპი.