აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მოქმედების რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყნის „დაპყრობის“ გრძელვადიანი მცდელობა.
„შემიძლია, პროცესი გავახანგრძლივო და ყველაფერი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოვაქციო, ან ეს ორ-სამ დღეში დავასრულო და ირანელებს ვუთხრა: თუ თქვენი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების აღდგენას დაიწყებთ, რამდენიმე წელიწადში ისევ შევხვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თავდასხმისგან გამოჯანმრთელებას რამდენიმე წელი დასჭირდება“, – განცხადა ტრამპმა „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების ორი ძირითად მიზეზად აშშ-ირანის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა და ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თეირანის ქმედებები დაასახელა.
„ირანელები მიუახლოვდნენ და შემდეგ უკან დაიხიეს, ისევ მიუახლოვდნენ, შემდეგ უკან დაიხიეს. აქედან მივხვდი, რომ მათ სინამდვილეში შეთანხმება არ სურთ. მე ვხედავდი, რომ ყოველთვიურად ისინი რაღაც ცუდს აკეთებდნენ, რაღაცას აფეთქებდნენ ან ვინმეს კლავდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, აშშ-ისრაელის ოპერატიული გეგმა მასშტაბური დაბომბვის კამპანიას მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში ითვალისწინებს. თუმცა, როგორც დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს ვადები ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მათ შორის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ბედზე იქნება დამოკიდებული.

