ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ, ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე – „ჯერ კიდევ თვლით, რომ უკრაინამ რაღაც ტერიტორიაზე უნდა თქვას უარი, რომ მშვიდობა მიიღოს“.
„დიახ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმს, ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ. ეს იყო 11 წლის წინ, ამას ჩემთან კავშირი არ აქვს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ყოფილა ბრძოლა, უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ, შეიძლება დავიბრუნოთ? ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება“,- განაცხადა ტრამპმა.