აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩარლი კირკის დაჭრის ცნობას გამოეხმაურა.
„ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელსაც ესროლეს. შესანიშნავი ადამიანი, თავიდან ბოლომდე. ღმერთმა დალოცოს!”, – დაწერა ტრამპა სოციალურ ქსელში.
კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.