ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025

დონალდ ტრამპი – უკეთესი იქნება, თუ პუტინი და ზელენსკი ჩემ გარეშე შეხვდებიან

უკეთესი იქნება, თუ პუტინი და ზელენსკი ჩემს გარეშე შეხვდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარკ ლევინის შოუში განაცხადა.

„მე ძალიან წარმატებული შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ახლა ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი ჩემ გარეშე შეხვდებიან, მინდა, ვნახო, რა მოხდება. იცით, მათ რთული ურთიერთობა ჰქონდათ, ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი ურთიერთობა. ახლა კი ვნახოთ, როგორ გაართმევენ თავს. საჭიროების შემთხვევაში, და ალბათ ასეც იქნება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მე წავალ და ალბათ შევძლებ შეხვედრის დასრულებას. უბრალოდ მინდა, ვნახო, რა მოხდება შეხვედრაზე. ასე რომ, ისინი შეხვედრის დაგეგმვის პროცესში არიან და ჩვენ ვნახავთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს, ხან მესამეს აკეთებენ

დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და სწორედ ამის გამო, საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს ამბობენ, ხან მესამეს აკეთებენ, ეს არის სისუსტის გამოვლინება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ და არც არაფერი.„რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატის დასახელებას, ესეც სისუსტის გამოვლენაა. რეალურად, ხედავთ, რომ ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი, ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.განცხადების თანახმად, საქართველო თუ ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, დეპუტატები განიხილავენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას.„2025 წლის 29 იანვარს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2585 (2025), რომელიც ამტკიცებდა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილამდე შეასრულებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული პირობებით.ნაცვლად ამისა, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის დევნის წინაშე დგანან. ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ დემოკრატიული ოპოზიციის აღმოფხვრის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული ხანგრძლივი კამპანია.გარდა ამისა, ქართულმა დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. რეპრესიებისა და გამოყოფის ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებს და უგულებელყოფს ასამბლეის ავტორიტეტს. ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრ სახელმწიფოში ავტორიტარული უკუსვლის იგნორირება ამ ინსტიტუტის საფუძველს ძირს უთხრის. თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი ევროპის საბჭოს სტატუტის მე-3 მუხლში მოხსენიებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

კახა კალაძე – თბილისში 35 წლის შემდეგ დაბრუნდება ტრამვაი, დღეს ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.„მანამდე, თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით ტენდერი.  გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი და ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდება. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში 35 წლის შემდეგ დაბრუნდება ტრამვაი. ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. პროექტის მიზანია, ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დავაკავშიროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შესაძლებლობა აქვთ  ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 21 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).

შალვა პაპუაშვილი: მთავარია, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს

ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. მისივე თქმით, ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. პაპუაშვილის განცხადებით, ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.„ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდელის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე.წინადახედულობამ და არა სულსწრაფომაბ გამოგვატარა ქართველ ხალხს ათასწლეულები. დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავიც ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს.ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი ძალა. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა.ამიტომ, კიდევ ერთხელ ავხსნი. თუ გინდა, რომ იყო მშვიდობის პროექტი:• გაგანია ომისას, არ უნდა მოითხოვო სამომგამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა, არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,• არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა,• არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,• არ უნდა აფათურო, უშნოდ, ხელები ქართველების ათასწლეულებგამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა.თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად, იმიტომ რომ ამას პროპაგანისტულად დახატული ევროპელობა არ ჰყოფნის, ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება, ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე და თავშეკავება. ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ“, – წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები