სამშაბათი, ივნისი 3, 2025

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპს საუდის არაბეთის სამეფო პრინცი მუჰამად ბინ სალმანი შეხვდება. მოგვიანებით კი გაიმართება ორმხრივი შეხვედრები და მხარეები რამდენიმე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე.

დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს. როგორც მედია წერს, ვიზიტის მთავარი მიზანი ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაა.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში ვიზიტი დონალდ ტრამპის პირველი საერთაშორისო ვიზიტია მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვა დეტალები უცნობია. იოსებ ჭელიძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. შეგახსენებთ, შს მინისტრად გელა გელაძე მიმდინარე წლის 28 მაისს დაინიშნა, მან პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა, რომელიც უწყებას ასევე 2019 წლიდან ხემძღვანელობდა.

🎥ხაზარაძემ თბილისი როგორ უნდა წაართვას ვინმეს?! მაგას შეუძლია მხოლოდ თბილისელებისთვის სახლების და ბინების წართმევა… – თაკო ჩარკვიანი

ხაზარაძემ თბილისი როგორ უნდა წაართვას ვინმეს?! მაგას შეუძლია მხოლოდ თბილისელებისთვის სახლების და ბინების წართმევა... - განაცხადა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცე“.„თბილისის არჩევნების წართმევა არავის შეუძლია, თუკი ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მიტაცებულია ეს არჩევნები და მიტაცებულია სახელმწიფო. ჩემთვის სახელმწიფო ბერკეტი მიტაცებულია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დაემშვიდობა – აქ 19 წლის ბიჭი ჩამოვედი, თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემი განვითარებისთვის

გიორგი ქოჩორაშვილი ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა „ლევანტეს“, რომელმაც ლა ლიგა 2-ის 2024/2025 წლის სეზონი გამარჯვებით დაასრულა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.ქოჩორაშვილმა მადლიერება გამოხატა „ლევანტეს“ გულშემატკივრებისა და კლუბის მიმართ:„გამარჯობა, გულშემატკივრებო. უპირველესად, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ვარჯიშის დროს ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობა მწვრთნელსა და მთელ ტექნიკურ პერსონალს ბოლომდე მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს ოჯახს – მათ გარეშე ჩემი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.მადლობა ყველას, ვინც „ლევანტესთან“ არის დაკავშირებული – 19 წლის ასაკში პატარა ბიჭი ჩამოვედი და კაცი მივდივარ. თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემს განვითარებაში. ეს არ არის დამშვიდობება, აუცილებლად შევხვდებით მომავალში“, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა.აღსანიშნავია, რომ 2025/2026 წლის სეზონში გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგთან“ ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ღიაა სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად

აშშ-ის პრეზიდენტი ღიაა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სტამბოლში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ღიაა შესახვედრად, თუ ეს საჭირო იქნება, მაგრამ მას სურს, რომ ორივე ლიდერი და ორივე მხარე ერთად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს ვნახეთ, როგორ შეძლო ორივემ მხარემ ამის გაკეთება“, – თქვა ლევიტმა.შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს. აღნიშნულზე, მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმაც.

ბოლო სიახლეები