პარასკევი, იანვარი 23, 2026

დონალდ ტრამპი – პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ

პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამჟამად აშშ-ის წარმომადგენლებსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოსკოვში შეხვედრა მიმდინარეობს.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დავოსში ვოლოდომირ ზელენსკისთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკიც და პუტინიც „შეთანხმების დადებას“ აპირებენ და თქვა, რომ ზელენსკიმ ეს დღეს, შეხვედრის დროს არაერთხელ გაიმეორა.

ტრამპის თქმით, თუ შეთანხმება შედგება, მას ევროპაც შეუერთდება.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე არაბთა გაერთიანებული საამიროებში შეხვედრასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა: „როცა არ უნდა შევხვდეთ, ეს კარგია. თუ არ შევხვდებით, მაშინ არაფერი მოხდება“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას. ხალხს შეუძლია ღიად დაინახოს, სად არის სიმართლე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც პიროვნული და პოლიტიკური კულტურა აქვს და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება.მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შეცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და ხალხს ღიად დაანახებს, სად არის სიმართლე.„თანამედროვე გლობალურმა პოლიტიკამ თითქმის დაივიწყა კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა - „პოლიტიკური დებატები“. ამას თავისი მიზეზი აქვს - დებატები ყველაზე რთული ფორმაა და ამის უნარი მცირედს თუ შესწევს. პოლიტიკური დებატები მოითხოვს უპირველესად პიროვნულ და პოლიტიკურ კულტურას, შეურაცხყოფის გარეშე საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, უტყუარ ფაქტებსა და მყარ არგუმენტებს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურ კომუნიკაციებში დებატებს ბრძოლის მთავარ იარაღს უწოდებენ. ვისაც ეს უნარი არა აქვს, ის ძლიერი პოლიტიკოსი ვერ არის. სწორედ ამ გამჭვირვალობას გაურბიან პოლიტიკოსები, როდესაც დებატებზე უარს ამბობენ.დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური ურთიერთობები თითქმის მთლიანად ამოვარდნილია „პოლიტიკური კომუნიკაციების“ სტანდარტებიდან. ამ ტრანსფორმაციის ავტორი თავად დასავლეთი და კონკრეტულად დონალდ ტრამპია. მისი ახალი ხელწერა „ღიაობის“ და „პირდაპირობის“ პრინციპებზეა დაფუძნებული და თითქოს ავთენტურობის ელფერს სძენს, სინამდვილეში კი პოლიტიკური თამაშების ახალი მეთოდია. ზოგადად, „პოლიტიკური კომუნიკაციები“ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა არის „გაყიდვადი“ იმ დროისთვის ხალხში. როგორც ჩანს, საზოგადოებას მოჰბეზრდა ბრჭყვიალა პიარით კარგად შეფუთული პოლიტიკა და უცხოელი ლიდერებიც თამაშის ახალ წესებზე გადავიდნენ.„პოლიტიკურ ღიაობას“ ქართველი ხალხი არ განუცვიფრებია, რადგან 2012 წლიდან შეჩვეულნი იყვნენ ღია პოლიტიკას და ხმაურის გარეშე გაკეთებულ სახალხო საქმეს. ისიც კარგად ახსოვთ, როგორ შოკში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა მისი პირდაპირობით მტერიც და მოყვარეც. თავდაპირველად კომუნიკაციის „უხეში“ ფორმა, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, დღეს უკვე ქართული პოლიტიკის სტანდარტად იქცა. სიმართლე უხეშია, მაგრამ საჭირო. ამით მსოფლიოს პოლიტიკური კომუნიკაციების ტრანსფორმატორებს დავასწარით და ახალი წესები დავამკვიდრეთ ქვეყანაში.დღესაც, პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და საზოგადოებას აძლევს საშუალებას, ღიად დაინახოს სად არის სიმართლე. პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც აქვს პიროვნული და პოლიტიკური კულტურა და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

დაე, ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში – საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პლებისციტის ჩატარების ინიციატივა დაარეგისტრირეს

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჯონდი ბაღათურიამ, დავით ოსეფაშვილმა და კახაბერ მაისურაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საყოველთაო სახალხო გამოკითხვის, პლებისციტის ჩატარების ინიციატივა დაარეგისტრირეს.„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.„ჩვენ ვნახეთ, ნატოში გაწევრიანების სურვილმა რა შედეგები მოუტანა უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, როგორი „მადლიერებით“ დააფასა ევროკავშირმა და ნატომ საქართველოს ერთგულება და ის თავგანწირვა, რაც საქართველომ ამ 35 წლის განმავლობაში გაიარა. შესაბამისად, დაე, ხალხმა გადაწყვიტოს სურს თუ არა ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება

დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„დონბასის საკითხი მთავარია. განიხილავენ, როგორ ხედავენ ამას სამი მხარე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, ღამით და დღეს, დილით უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვს ესაუბრა.„ის იმუშავებს და ამა თუ იმ საუბრების ან შეთანხმებების თითოეულ ეტაპზე შესაბამის სიგნალებს მომაწვდის. თქვენც გაგიზიარებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა დავოსში, აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებზე და ამ შეხვედრას პოზიტიური უწოდა.ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი მზადაა ხელმოწერისთვის და ის თარიღის და ადგილის დასახელებას ელოდება აშშ-ის პრეზიდენტისგან.

გურამ მაჭარაშვილი – ხელისუფლება თუ უზრუნველყოფს ისეთ ფორმატს, სადაც ჯანსაღი დებატები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით, საზოგადოებაში ნამდვილად არის მოლოდინი, განსხვავებული აზრების პოზიციონირება იყოს

მედიასაშუალებები თუ უზრუნველყოფენ, რომ არ იყოს ცემა-ტყეპა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ყველაზე ჯანსაღი შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოში იქნებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დებატებში შემოვლენ.„„ხალხის ძალის“ პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება, რომ ჯანსაღი დებატები უნდა არსებობდეს. 2023 წელს, როდესაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დავაინიცირეთ, მაშინ ვითხოვდით დებატებს. ვითხოვდით „ნაცმოძრაობას“ და „ენჯეო“ სექტორს განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა, მაგრამ სანაცვლოდ მაგიდის აყირავება, ლანძღვა და ფიზიკური დაპირისპირება მივიღეთ, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა.„ქართული ოცნება“ და ხელისუფლება თუ უზრუნველყოფს ისეთ ფორმატს, სადაც ჯანსაღი დებატები იქნება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. საზოგადოებაში ნამდვილად არის მოლოდინი,  განსხვავებული აზრების პოზიციონირება იყოს. თუ საზოგადოებამ კვლავ იხილა ისეთი არაჯანსაღი დებატები, ამას უკვე თავისი რეაქცია მოჰყვება. იმედი გვაქვს, დღეს საქართველოში უკვე ისეთი ჯანსაღი ძალები იქნება, რომლებიც ჯანსაღ დებატებში შემოვლენ. თუ მედიასაშუალებები უზრუნველყოფენ, რომ არ იყოს ცემა-ტყეპა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ყველაზე ჯანსაღი შემადგენელი ნაწილია.„ნაცმოძრაობის“ სიტყვებს შეგახსენებთ, რომ მათ შინაარსში შესვლა არ სურთ. მათ ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ სურთ მოწინააღმდეგე მხარესთან, თუნდაც „ხალხის ძალასთან“. მათთვის თავიდანვე მიუღებელია ნებისმიერი ისეთი რამ რასაც თავად არ აღიარებენ. თუ ასეთი განწყობით იქნება, ბუნებრივია, დებატები ვერ შედგება. საქართველომ რომ სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს, ის, რომ „ენჯეო“ სექტორი საქართველოში შავი ფულის გამთეთრებელი ყოფილა, ამოვიღებ და მივიტან ტრამპის სიტყვას და ბრძანებას. მერე ამერიკის პრეზიდენტს ედავოს, ეს ერთი საკითხი დაიხურება.ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს სტანდარტებს, ამის მტკივებულებებს მივიტანთ და იქ დავდებთ. მერე ვიტყვით, რომ თავად ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, შიგნით არსებულ პრობლემებზე და ჩვენთან დაკავშირებით პრეტენზიები ვერავის ვერ ექნება.  არჩევნებთან დაკავშირებით მივიტანთ მტკიცებულებებს და ვიტყვით, რომ არ გაყალბებულა. ის ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებას მოიტანს? ვერ მოიტანს და ეს საკითხიც დამთავრებული იქნება. თუ დებატები ჯანსაღად წავა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში 10:0 დამარცხებული გამოვა „ნაცმოძრობა“ და მისი წარმომადგენლები. დაველოდოთ ფორმატს, დარწმუნებული ვარ ჯანსაღი ფორმატი იქნება შემოთავაზებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლაშა ფარულავა – 2024 წლის 26 ოქტომბერი რომ რუსული სპეცოპერაცია იყო, ამას ახლა ევროპის სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს, დღეს თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს არის...

2024 წლის 26 ოქტომბერი რომ იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია, საერთაშორისო საზოგადოებამ პოლიტიკურ დონეზე შეაფასა და ახლა ევროპა შეაფასებს სამართლებრივად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.მისივე თქმით, ევროპული სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და „ქართული ოცნებას“ ამის უნდა ეშინოდეს.„ცხადია, თეთრიწყაროში არსებობს ექსპერიმენტი, რომლითაც დადასტურდა, რომ დარღვეული იყო კონსტიტუციური პრინციპი ფარულობასთან დაკავშირებით. ეს პრინციპი და ექსპერიმენტი შეცვალეს, გააყალბეს მურუსიძე-ჩინჩალაძემ სააპელაციო სასამართლოში. ცხადია, ამას განიხილავს ევროპული სასამართლო და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს. დღეს ვინმეს თუ უნდა ეშინოდეს სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების, ეს არის „ქართული ოცნება“.ზოგადად, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლებრივი, რომელიც ასაბუთებს მოსარჩელის პოზიციას, არის ეს ჭეშმარიტება, თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი ეჭვი არ შეგვაქვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. ცხადია, მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართლებრივ გადაწყვეტილებას არა თუ არ ექნება მხარდაჭერა ევროპის სასამართლოში, არამედ მიიღებენ შესაბამის პასუხს და მათ დანაშაულს დაერქმევა სახელი. ორი წლის წინ არჩევნები ჩატარდა, შესაბამისად, ევროპის სასამართლო ახლა იღებს გადაწყვეტილებას სარჩელთან მიმართებით იმ არგუმენტაციით, იყო თუ არა ობიექტური თეთრიწყაროში ჩატარებული ექსპერიმენტი და შემდეგ იყო თუ არა ფარსი სააპელაციოს ჩატარებული ექსპერიმენტი. ამაზე მიიღებს გადაწყვეტილებებს და ეს იქნება ერთგვარი დამოკლეს მახვილი „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის თავზე“, – განაცხადა ფარულავამ.ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩვენების შედეგების გაუქმება არ არის.

ბოლო სიახლეები