ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

დონალდ ტრამპი – პუტინის ოცნება იყო მთელი უკრაინის დაპყრობა, ვფიქრობ, ჩემი დამსახურებით, ის ამას ვეღარ შეძლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ომის დასრულება სურს, თუმცა დასძინა, რომ „შესაძლებელია“, რუსეთის პრეზიდენტი განზრახ აყოვნებდეს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ტრამპმა ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის დაპყრობა. ვფიქრობ, რომ, ჩემი დამსახურებით, ის ამას ვეღარ შეძლებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ABC-ს ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ტრამპმა თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან.

„მე შენ არ გენდობი. ბევრ ადამიანს არ ვენდობი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის პატივს მცემს და მჯერა, რომ, ჩემი დამსახურებით, ის მთელ უკრაინას ვერ დაიპყრობს, თუმცა მისი გადაწყვეტილება, მისი არჩევანი იქნებოდა უკრაინის სრული დაპყრობა“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეა წულუკიანი – ვიღაცებს უკვირთ, როცა ვამბობ, რომ სააკაშვილი ადამიანებს წირავდა საკუთარი პიარისთვის, ირაკლი გედენიძის მონაყოლი სააკაშვილის ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია

ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ სააკაშვილი ადამიანებს სწირავდა საკუთარი პიარისთვის, ირაკლი გედენიძის მიერ მოყოლილი მთის ეპიზოდი, სააკაშვილის ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის შესახებ კომისიის სხდომაზე განაცხადა.თეა წულუკიანმა ირაკლი გედენიძეს აღნიშნული წინადადებით მას შემდეგ მიმართა, რაც ფოტორეპორტიორმა გაიხსენა მაშინდელ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პირველი შეხვედრა ციხიდან გამოშვების შემდეგ.„შემდეგ ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ ადამიანებს სწირავდა სააკაშვილი საკუთარი პიარისთვის. ეს მთის ეპიზოდი, მისი ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, ვიდრე ის, რაც მან დაგმართათ ციხეში. ყველა ზღვარს სცილდება. მსხვერპლისადმი ეს ამორალური ქმედება“, – მიმართა წულუკიანმა გედენიძეს.ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ კომისიის სხდომაზე, მათ შორის ისაუბრა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი მთაში და მასთან ფოტოს გადაღება მოისურვა.გედენიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საუბრისას ჰკითხა, „ვინ გაუჩალიჩა დაკავების ამბავი, ვანომ თუ ახალაიამ“.„ციხიდან გამოშვებიდან ორ კვირაში შევხვდი მას. საშინლად დასტრესილი ვიყავი, ქუჩაში ვერ გავდიოდი. მეუღლემ და მეგობრებმა მირჩიეს, მთაში წასვლა. წავედით ტურით ტობა ვარჩხილზე. 4-5 დღეს იყო საჭირო ასვლა-ჩამოსვლით. მეორე დღეს ამინდი გაუარესდა და ვიკითხეთ, რატომ არ მივდიოდით, გვითხრეს, რომ ვიღაცას ელოდებოდნენ. ყველამ იცოდა თურმე, რომ სააკაშვილი უნდა ამოსულიყო. მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებია, არჩევნების წინა პერიოდია უკვე. ვიღაცამ ჩუმად მითხრა, სააკაშვილს ველოდებითო. როცა ამოვიდა, ვიფიქრე, რომ არ გაჰკვირვებია ჩემი იქ დანახვა. შემდეგ ჩვენ გზა გავაგრძელეთ და ცოტა მოშორებით დავბანაკდით. მეორე დღეს დამიძახა, რომ მივსულიყავი. დაცვას უთხრა, რომ ისინი არ სჭირდებოდნენ. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ჯანმრთელობის მოკითხვის შემდეგ, თუ როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად, მკითხა, ვინ გამიჩალიჩა ეგ ამბავიო. ვის უნდა გაეჩალიჩებინა-მეთქი, კითხვა შევუბრუნე, ახალაიას ან ვანოსო. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. შიდა ინტრიგებში ჩართული და გარკვეული არ ვიყავი. გამიკვირდა ამდენი ხნის შემდეგ ეს კითხვა მისგან. ბოლოს მითხრა, გასაგებიაო. წარმატებები ვუსურვე. ჩავთვალე, რომ ეს იყო პირადი საუბარი და ამაზე არ მისაუბრია. ბოლოს კულმინაცია იყო, რომ დამიძახა, რომ მათთან ერთად გადამეღო ფოტო. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, სასჯელს ვიხდი, პრობაციაში დავდივარ. ამ დროს მეუბნება, რომ ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო. ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ვთხოვე დროშა ეთხოვებინა და ჯგუფის კუთხეში დავდექი. იქვე უნდოდა, ვყოფილიყავი. მერე გავაანალიზე რა უნდოდა, არჩევნების წინა პერიოდი იყო. ეს ფოტო გადაიღო ჩემმა მეუღლემ, რომ იმ ფოტოზე არ ყოფილიყო. შემდეგ ეს ფოტო ქავერად დააყენეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე“, – განაცხადა გედენიძემ.

წამიყვანეს მოდულში, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავის არეში მირტყამდა მუშტებს. ვიღაცამ თქვა, მოდი დავტესტოთ, დენს ეს უძლებსო. გავყავარ ოთახიდან და უცებ უკნიდან მესმის „დაიჩოქე ბიჭო“-...

წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, - განაცხადა „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა, ირაკლი გედენიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.ირაკლი გედენიძე იხსენებს პერიოდს, როდესაც ის მოდულის შენობაში მიიყვანეს.„სახლში, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, აღწერის პროცედურა რომ მიდიოდა, უფრო სწორად ჩხრეკის, რაციით იყო ერთხელ გადაძახილი, რომ ერთი თქვეს გიას მისამართი, მეორე თქვეს ვარკეთილი და მესამე აღარ მახსოვს, კარგად ვერ გავიგე. სამი მისამართი თქვეს და ჰო, ჰო ყველაფერი კარგად არის, წესრიგშიაო. შემიყვანეს მოდულში, ამიყვანეს მე-4 სართულზე, ბოლო სართული იყო და შემიყვანეს ჩვეულებრივ სამუშაო ოთახში. იქ იყო იგივე კითხვები, მე ვისთან მქონდა კავშირი, დანარჩენ ფოტოგრაფებს არავინ ახსენებს.მე არ ვიცი კიდევ ვინ არის დაკავებული. მე ვიცი, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკავებული და ნათია იქ არ მინახავს სახლიდან გასვლის მერე. მოდულშიც ვიღაც ჩემთვის დღესაც უცნობი პიროვნება, თვალის ბუდიდან გადმოსული თვალები ჰქონდა, ის იყო ძალიან აგრესიული, თავის არეში მირტყამდა მუშტებს, რომ „აღიარე და აღიარე“ - არ ვიცი რა უნდა ვაღიარო, მითხარით რაში ვარ ეჭვმიტანილი მეთქი, ერთი და იგივე მეორდებოდა ცემა ტყეპის ფონზე. მოდი დავტესტოთო და მეთქი რა უნდა დატესტონ და ეს მაგას უძლებსო. მეთქი რას უნდა გავუძლო და მერე ვიღაცამ თქვა, ხო, დენს ეს უძლებსო და გამახსენდა 1992 წელი, სამოქალაქო ომი. საქმეს არ ეხება, მაგრამ მოკლედ გავიხსენებ. მაშინ სამი დღის მანძილზე მე ელექტროშოკით მაწამებდნენ ჩამოკიდებულს და კარცერში ვირთხა მყავდა სამი დღის მანძილზე, სანამ მიპოვეს. ისევ ჩემი პროფესიის გულისთვის რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება და სამეგრელოში ყოფნა გადავიღე. აი, ამისთვის დამიჭირეს პირველად. ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ცოტამ იცოდა ეს ისტორია და ეს მათ იცოდნენ, რომ ელექტროშოკი კი არა თითი რომ მომაჭრა, იმას ვერ გავიგებ დღეს.გავყავარ ოთახიდან, ზურგზე მაქვს ხელები დაწყობილი, დერეფანში მივდივარ და ცემა-ტყეპას კიდევ გავუძელი და ვერ გავუძელი ჩემს გამოფენას. კედლებზე, ორივე მხარეს ჩემი გადაღებული ფოტოები იყო. ფაქტობრივად ჩემს გალერეაში გამატარეს და უცებ უკნიდან მესმის: „დაიჩოქე ბიჭო“, დავიჩოქე, „ახლა კეფაზე დაიწყვე ხელები“ და რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს, პაუზა ჰქონდათ 10 წამიანი და „ვსო, დავაი წადი“ ამ სიტყვებით, ძლივს ჩავედი კიბეებზე, სარდაფში“-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება.

„მოკლეს… მას უბრალოდ ცეკვა უნდოდა…“ – ისრაელის საელჩო საქართველოში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელის საელჩო საქართველოში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„მათ ჰქონდათ ოცნებები. იმედები. მეგობრები. ოჯახი.მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ხსოვნის დღეს (Yom HaZikaron/იომ ჰაზიქარონ), ჩვენ მათ ისტორიებს გაგიზიარებთ.ედენ იერუშალმი იყო პილატესის ინსტრუქტორი და ბარმენი. 7 ოქტომბერს მას უბრალოდ უნდოდა ცეკვა. ის ნოვას ფესტივალიდან გაიტაცეს, და 11 თვის შემდეგ ორისთან, კარმელთან, ალექსთან, ჰერშთან და ალმოგთან ერთად ღაზას ბნელ გვირაბში სასტიკად მოკლეს.ჩვენ მას არასდროს დავივიწყებთ.კურთხეულ იყოს მისი ხსოვნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იყო ახალი გათხრილი საფლავი. დამაგდეს, დამიწყეს ცემა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით… ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო –...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა.მისი თქმით, გათხრილ საფლავთან მუხლებზე დააგდეს, დაუწყეს ცემა და იარაღი დაადეს.„იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე რომ ბასრავს ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით და გეტყვიტთქო. ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო. რას აკეთებ არ გაგივარდეს მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კაი კაი წამოდითო იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულში“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

ბოლო სიახლეები