სამშაბათი, მაისი 6, 2025

დონალდ ტრამპი – ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად კარგ პოზიციაში ვართ, გრძელი გზა გავიარეთ და რაღაც შეიძლება, მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი ვარდნის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის დამყარებისკენ უფრო მეტი მზაობა აქვს, ვიდრე მანამდე.

მედიის ცნობით, ნავთობის ფასი, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის არის საკვანძო, წლის დასაწყისიდან ბარელზე, დაახლოებით 15 დოლარით დაეცა.

„ვფიქრობ, რუსეთთან, ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, და ფასიც დაეცა, შეთანხმების მისაღწევად კარგ პოზიციაში ვართ. მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურს. გრძელი გზა გავიარეთ და რაღაც შეიძლება, მოხდეს, შესაძლოა, მოხდეს კიდეც“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ომში დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დონალდ ტრამპის თქმით, ომის არცერთი მხარე არ აქვეყნებს მსხვერპლის შესახებ განახლებულ მონაცემებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მეუფე იაკობი: ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ცუდი ის არის, ძალიან ბევრს ანალიზის უნარი არ აქვს – რასაც ჩასძახებენ უცხოელები, იმას იჯერებენ. ეგ კი არა,...

ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ცუდი ის არის, ძალიან ბევრს ანალიზის უნარი არ აქვს - რასაც ჩასძახებენ უცხოელები, იმას იჯერებენ. ეგ კი არა, ჩვენ რომ ჩავძახოთ, ისიც არ უნდა დაიჯერონ. კრიტიკული აზროვნება უნდა ჰქონდეს კაცს, - განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.„მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ვიღაცები, დღეს რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ისინიც ჩვენი წინააღმდეგები იყვნენ. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ცუდი ის არის, ძალიან ბევრს ანალიზის უნარი არ აქვს - რასაც ჩასძახებენ უცხოელები, იმას იჯერებენ. ეგ კი არა, ჩვენ რომ ჩავძახოთ, ისიც არ უნდა დაიჯერონ. კრიტიკული აზროვნება უნდა ჰქონდეს კაცს. როცა ვიცი, რომ ჩემთან არჩევნები ჩატარდა და მეუბნები, რომ არ მაწყობს. მოლდოვა და რუმინეთი ხომ არ გგონივარ, ან კიევი?! სააკაშვილიც მოიყვანეს და რა გააკეთებინეს მერე ხომ ხედავთ?! ქართველები უნდა გამოვფხიზლდეთ და როგორღაც გავერთიანდეთ. დღეს ახალგაზრდები რომ ციხეში არიან, ხომ იმ ხალხის ბრალია, ვინც ისინი იქ მიიყვანა?! არა კაც კლაო, ღმერთი გვეუბნება და ომის სპონსორობა მიდის. ირანელი დამპყრობელი იყო, რუსი, მონღოლი, თუ არაბი, დღეს ევროპელმა უნდა შემიცვალოს?! ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები. თავისუფალი ერი ვართ, ღმერთმა თავისუფალი მოგვავლინა“, - აღნიშნა მეუფემ.

სალომე ზურაბიშვილი – გუშინ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი

გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია.„ჩვენი წინააღმდეგობის პლატფორმის დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც არის ქვეყანაში – თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა „ვივამედის“ ოფიციალურ დოკუმენტში. ჩვენ, არ შეიძლება, გვქონდეს რამე იმედი ან გამოძიების, ან სასამართლოსი. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას და დავიბრუნოთ სასამართლო. ამ დროს ჩვენ მოგვეწია „მეგობარი აქტის“ მიღება ამერიკაში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი.არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე. ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას, დავუპირისპიროთ ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ. რაც მთავარია, გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველანი ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა. ყველა ერთად, საქართველოს მოქალაქეები ჩავიბარებთ 26 მაისს, რადგან 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას. ამისთვის ყველანი ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ ყველანი ერთად, მთელი ქვეყანა, სრულიად საქართველო, ერთად 26 მაისს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირში უნგრეთის მიღება წევრებისთვის სარგებლის მომტანი იყო, უკრაინის გაწევრიანება კი არ არის კარგი გარიგება, უკრაინა არ არის დამატებითი ღირებულება, ის ტვირთია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირში უნგრეთის მიღება წევრი ქვეყნებისთვის სარგებლის მომტანი იყო. უკრაინის გაწევრიანება კი არ არის კარგი გარიგება, არამედ ტვირთია.ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „იქსში“„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის, მანფრედ ვებერის განცხადების პასუხად დაწერა.„დღევანდელ პრესკონფერენციაზე მანფრედ ვებერმა უნგრელ ხალხს გზავნილით მიმართა. პასუხად, ნუ გავჩუმდებით! უნგრეთი მიიღეს ევროკავშირში, რადგან ეს სარგებლის მომტანი იყო წევრი ქვეყნებისთვის. ეს კარგი გარიგება იყო. გერმანიისთვისაც, ბატონო ვებერ. უკრაინის გაწევრიანება არ არის კარგი გარიგება. უკრაინა არ არის დამატებითი ღირებულება, არამედ ტვირთია. დიდი შეცდომაა უკრაინაში ევროპული დაფინანსების გაგზავნა, მისი გასაჭირში მყოფი ევროპული ეკონომიკის გასაძლიერებლად გამოყენების ნაცვლად. დროა, ევროპელი ლიდერები გახდნენ ევროპელი ხალხის წარმომადგენლები, ბატონო ვებერ!“ – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს, მაშინ ყველა დარწმუნდება, თუ როგორი „მეგობარია“ ამერიკა საქართველოსი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBAR აქტის“ მიღებას სოციალური ქსელით ეხმიანება.ექსპერტის თქმით, ახლა არჩევანი ტრამპზეა - დარჩება თუ არა ამერიკა საქართველოს მეგობრად.ჩიბურდანიძე სვამს კითხვას რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს? და კითხვას თავადვე პასუხობს „ამერიკაში ვერ შევა რამდენიმე პირი, ხოლო საქართველო ისევ მყარად განაგრძობს სვლას სუვერენული სახელმწიფოსთვის“.„ავტორებმა „მეგობარი აქტის“ შიგთავსი შეცვალეს იმ მიზნით, რომ ბაიდენი ტრამპმა ჩაანაცვლა და იქნებ როგორმე ახალს ხელი მოაწერინონ. არჩევანი ტრამპზეა, რჩება თუ არა საქართველოს მეგობრად ამერიკა?”არ ვისურვებდით იმ ეჭვების გამართლებას, რაც ქართველ ხალხში უკვე რამდენიმე წელია მუსირებს. ეს ეჭვები გამყარებულია ფაქტებით, თუმცა, ხალხისთვის კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საქართველო ბოლომდე უფრთხილდება პარტნიორებთან ურთიერთობებს. კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელებიდან მაკკეინის ფრთის წარმომადგენლების ხმები საკმარისი იყო ამ აქტის მისაღებად. დემოკრატები, რომლებიც ბოლო წლებში ომის პარტიად იქცნენ და მაკკეინის ფრთა, რომელიც რეალურად ცალკე პარტიაა რესპუბლიკელებში, გამოირჩეოდნენ ომის ძლიერი და აგრესიული პროპაგანდით, რომელშიც საქართველო არ ჩაერთო. დაუმორჩილებელი და ეროვნულ პრინციპებზე მყარად მდგარი საქართველოს ხელისუფლება მათგან „ჰიბრიდული ომის“ სამიზნე გახდა. დეზინფორმაცია, განსხვავებული აზრისთვის დაბლოკილი სოციალური ქსელი, მართული არასამთავრობოები და მართული კულტურის სფეროს წარმომადგენლები - ეს იყო და არის დღესაც მათი ბრძოლის მთავარი დასაყრდენი.რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს? ამერიკაში ვერ შევა რამდენიმე პირი, ხოლო საქართველო ისევ მყარად განაგრძობს სვლას სუვერენული სახელმწიფოსთვის.ეს რთული ბრძოლაა, მაგრამ სამართლიანი და აუცილებლად შედეგიანი. ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდობით და მივაღწევთ იმას, რისთვისაც თაობები სიცოცხლეს სწირავდნენ თავისუფალ, სუვერენულ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ საქართველოს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

ეზოთერიკოსი, გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს.გოგა რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ შეუძლოდ იყო და სწორედ ამის გამო, არ იყო აქტიური სოციალურ ქსელში.„გულის შეტევა დამემართა. ახლაც კლინიკაში გამოკვლევებზე მივდივართ, ამიტომ არ ვჩანდი აქტიურად. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“,- ამბობს ეზოთერიკოსი „პრაიმტაიმთან“.

ბოლო სიახლეები