ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

დონალდ ტრამპი – „მშვიდობის საბჭოს“ შეუზღუდავი პოტენციალი აქვს, ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება

„მშვიდობის საბჭოს“ შეუზღუდავი პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის განცხადებით, მის მიერ დაარსებულმა საბჭომ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის წევრი ქვეყნებისგან ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. მისივე თქმით, „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანო გახდება.

„ჩვენ რეკორდულად სწრაფად გავწიეთ ჰუმანიტარული დახმარება და უზრუნველვყავით ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლის გათავისუფლება. გასულ თვეში, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ორგანიზაციის ოფიციალური ფორმირების აღსანიშნავად და ღაზის სექტორისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მომავლისთვის თამამი ხედვის – მსოფლიო მშვიდობის – წარმოსადგენად ორი ათეული გამორჩეული დამფუძნებელი წევრი შემომიერთდა. 2026 წლის 19 თებერვალს ვაშინგტონში, დონალდ ჯ. ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში კვლავ შევხვდები მშვიდობის საბჭოს წევრებს, სადაც გამოვაცხადებთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს, ასევე, ღაზის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებსა და ადგილობრივ პოლიციაში ათასობით პერსონალი გამოყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ჰამასმა” შეასრულოს სრული და დაუყოვნებლივი დემილიტარიზაციის ვალდებულება. „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისი თავმჯდომარეობა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გახარია საქართველოსთვის“ – ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია – სადებატო არაფერია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში.ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და არა დებატების საგანი.„ევროინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანი, რასაც საქართველოს მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს.შესაბამისად, სადებატო არაფერია!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინდოეთში “ნიპას” ვირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში, "ნიპას" მომაკვდინებელი ვირუსის ბოლო აფეთქების შედეგად, გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლების ცნობით, დასავლეთ ბენგალიაში, 25 წლის ექთანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, ქალს, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, გართულებები განუვითარდა, მათ შორის, ფილტვების მეორადი ინფექცია, რის შემდეგაც გული გაუჩერდა. გარდაცვლილი პაციენტი აღმოსავლეთ შტატში დადასტურებული ორი შემთხვევიდან ერთ-ერთი იყო.მეორე პაციენტი, იმავე საავადმყოფოს 27 წლის ექთანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "ნიპას" ვირუსის დადასტურებული შემთხვევის შემდეგ კონტაქტების მასშტაბური მოძიება განხორციელდა, რის შედეგადაც 200 ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. შტატის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ყველა იდენტიფიცირებული კონტაქტის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და "ნიპას" ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„სიბიეს ნიუსი“ – წყაროების ცნობით, ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს...

ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ისრაელის დარტყმებს მხარს დაუჭერს, – „სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გასული წლის დეკემბერში მარ-ა-ლაგოში შეხვედრისას განუცხადა.„სიბიეს ნიუსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო მაღალჩინოსნებს შორის შიდა დისკუსიებში ირანზე ისრაელის ახალი დარტყმების მხარდაჭერის შესაძლებლობის განხილვა დაიწყო.გავრცელებული ცნობით, დისკუსიებში აშშ ნაკლებად იყო ორიენტირებული იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ისრაელს მოქმედება, ვიდრე იმაზე, როგორ შეუძლია ვაშინგტონს ირანზე თავდასხმებში ისრაელის დახმარება.ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ ვარიანტებს შორისაა ისრაელის თვითმფრინავების საწვავით უზრუნველყოფა და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მიღების დელიკატური საკითხი.„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, გაურკვეველია, რომელი ქვეყნები მისცემენ შეერთებულ შტატებს პოტენციური დარტყმისთვის ისრაელის თვითმფრინავების საწვავით შევსების ნებართვას. მათივე ცნობით, იორდანიამ, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ირანზე ან ირანის მიერ სხვა ქვეყანაზე დარტყმებისთვის მათი საჰაერო სივრცის გამოყენებას არ დაუშვებენ.ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, მეორე ამერიკული ავიამზიდი, „ჯერალდ რ. ფორდი“ და მისი სამხედრო ხომალდების ფლოტილია კარიბის ზღვის აუზიდან გადაინაცვლებდა და ახლო აღმოსავლეთში განლაგდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სამშაბათს, ჟენევაში გაიმართება. თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან დაკავშირებით დიპლომატიისადმი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი და ამბობს, რომ თეირანთან ნებისმიერი შეთანხმება ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვებს უნდა მოიცავდეს.

ამ წმინდანს ევედრებიან ჩვილების მფარველობასა და სულიერ სიმშვიდეს… – ლოცვა, რომელიც მრევლმა 16 თებერვალს უნდა წაიკითხოს

16 თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და წმინდა ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. მათ ევედრებიან ჩვილების მფარველობასა და სულიერ სიმშვიდეს, ლოცვა მართალ სვიმეონ ღვთისმიმრქმელისადმი:"უფალო, დაამშვიდე გული ჩემი სიმშვიდითა და სიყვარულითა, ვითარცა მართალმან სვიმეონმან მიგიღო მკლავთა შინა თვისთა, მეცა მომეც ძალა, რათა დაუცხრომელად ვადიდებდე სახელსა შენსა. შეგვეწიოს ლოცვა მისი და ნეტარისა ანასი, ამინ." მართალი სვიმეონის ტროპარი (მოკლე):"გიხაროდენ, ღვთისმიმრქმელო მოხუცო სვიმეონ, რომელმან მკლავთა შინა თვისთა მიიქუ უფალი დიდებისა, შეგვეწიე და გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთაგან."დღის მნიშვნელობა:სვიმეონ ღვთისმიმრქმელი: იყო ერთ-ერთი იმ 70 მთარგმნელთაგანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს შობა და სიცოცხლეშივე იხილა მაცხოვარი.ანა წინასწარმეტყველი: ღვთისმსახური, რომელმაც ჩვილი იესოს შეხვედრისას ხალხს ქრისტეს შესახებ აუწყა.

16 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

16 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია უჩვეულოდ თბილი და უმეტესად მზიანი ამინდი, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა +25 გრადუსამდეც აიწევს.ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +25 გრადუსი ბათუმში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა +7 გუდაურში იქნება.რაც შეეხება ამინდს ქალაქების მიხედვით, პროგნოზი ასეთია:სოხუმი +20 გრადუსი,ზუგდიდი +23 გრადუსი,მესტია +14 გრადუსი,ფოთი +21 გრადუსი,ბათუმი +25 გრადუსი,ოზურგეთი +24 გრადუსი,ქუთაისი +24 გრადუსი,ბორჯომი +18 გრადუსი,ბაკურიანი +9 გრადუსი,ცხინვალი +17 გრადუსი,გორი +18 გრადუსი,გუდაური +7  გრადუსი,თელავი +17 გრადუსი,რუსთავი +19 გრადუსი,თბილისი +18 გრადუსი.

ბოლო სიახლეები