აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან.
„მე მსურს, გარიგება დავდო ირანთან, შემიძლია ირანთან გარიგების დადება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს რეგიონს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქცევთ, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს ამ მშვიდობიან წინადადებას, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
საუდის არაბეთის დედაქალაქში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“ და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება სამუდამოდ არ იქნება ძალაში.
„ეს არის შეთავაზება, რომელიც სამუდამოდ არ გაგრძელდება. ახლა არის დრო, რომ აირჩიონ – ახლავე“, – განაცხადა ტრამპმა.