მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
„მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი კვდება. ამერიკელები არ კვდებიან, ისინი რუსები და უკრაინელები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ პრეზიდენტ პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ყველაფერს გააკეთებს, რათა ადამიანებს დაეხმაროს, რომ იცოცხლონ“.
„მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხალხს დავეხმარო, რომ იცოცხლონ. საქმე უკრაინაში არ არის, ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებმა იცოცხლონ. ყოველკვირეულად 7 000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. ვფიქრობ, ამის შეჩერება შემიძლია და ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“, – განაცხადა ტრამპმა.