აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე უფრო ხისტი.
ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის და ეს საინტერესოა, რადგან არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი“, – განაცხადა ტრამპმა.