მე არ ვათავისუფლებ ადამიანებს თანამდებობიდან ყალბი ამბების გამო და კუდიანებზე ნადირობის გამო, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „სიგნალის“ ჯგუფურ ჩატში ჟურნალისტის დამატების ამბავს, სადაც იემენელ „ჰუსიტებზე“ თავდასხმის საკითხები განიხილებოდა.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა ნდობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მიმართ, ტრამპმა უპასუხა, რომ აქვს ნდობა მათ მიმართ.
„ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კუდიანებზე ნადირობაა და ყალბი ამბები, როგორც თქვენ მუდმივად ლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ ეს მხოლოდ კუდიანებზე ნადირობაა და არ უნდა იყოს ამაზე საუბარი. საოცრად წარმატებული დარტყმა გვქონდა. ჩვენ ძალიან ძლიერად და ძალიან სასიკვდილოდ დავარტყით. და არავის სურს ამაზე საუბარი. სისულელეზე სურთ საუბარი. ეს ყალბი ამბავია. წარმოდგენა არ მაქვს რა არის სიგნალი. არ მაინტერესებს რა არის სიგნალი”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.