კუბაც დაეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, „ხალხს ძალიან მოსწონს ის, რაც ხდება“ და ირანის მთავრობა უკანასკნელი არ იქნება, რომელიც დაეცემა.
„ჩვენ მათ ნავთობისა და ფულის მიწოდება შევუწყვიტეთ – ყველაფერი რაც ვენესუელიდან შედიოდა, რომელიც მათი ერთადერთი წყარო იყო. ახლა მათ შეთანხმების დადება სურთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის ცნობით, მისი ადმინისტრაცია კუბასთან კონტაქტშია.
„მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

