ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით ბრიტანეთის პრემიერს, კირ სტარმერს მიმართავს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დიდი ბრიტანეთი, „ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად ფიქრობს“ ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე, თუმცა ტრამპი შეთავაზებაზე უარს ამბობს.
„გაერთიანებული სამეფო, ოდესღაც ჩვენი დიდი მოკავშირე, შესაძლოა, ყველაზე დიდიც, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. ნუ შეწუხდებით, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ჩვენ ისინი აღარ გვჭირდება – მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!“ – წერს ტრამპი.

