აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს.
ტრამპის თქმით, კანადამ გაავრცელა რეკლამა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობდა და სწორედ ამ მიზეზით წყვეტს ქვეყანასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს.
„კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობს. მათ ეს მხოლოდ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებაში ჩარევის მიზნით გააკეთეს. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი საქციელის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

