აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანში კამპანიის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„მე ვუთხარი – განაგრძე. მას ყოველდღე ვესაუბრები. ის კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში მოქალაქეები ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან.
ტრამპმა „სიენენის“ კითხვაზე, ხომ არ მიუნიშნებია ნეთანიაჰუსთვის, რომ აშშ-მ შესაძლოა, დახმარება გაუწიოს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე, ტრამპი ამბობს, რომ – არა.