აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ უარყოფს თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეას და აცხადებს, რომ ამ საკითხზე არ ხუმრობს.
როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპმა არ უარყო თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორება ამას კრძალავს.
NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს მეთოდები ამის მისაღწევად და აღნიშნა, რომ „არ ხუმრობს“.
„ბევრ ადამიანს სურს, რომ ეს გავაკეთო. მაგრამ მე ვეუბნები მათ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. არსებობს მეთოდები, რომლითაც ამის გაკეთება შეიძლება. მე არ ვხუმრობ, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი“, – განაცხადა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.