ვოლოდიმირ ზელენსკი მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას. ომს როცა იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ომის მოგება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ელ სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიბ ბუკელესთან შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა, ესაუბრა თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის Patriot-ის სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ზელენსკი მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას.
„არ ვიცი, ის მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას. როცა ომს იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ომის მოგება, არა? არ იწყებთ ომს ვიღაცის წინააღმდეგ, ვინც თქვენზე 20-ჯერ დიდია და შემდეგ იმედოვნებთ, რომ ვიღაც რაკეტებს მოგცემთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არიან პასუხისმგებლები.