ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში მივაღწევდით, მაგრამ ამას რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ შევძლებდით? ამასაც აუცილებლად შევძლებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ფიქრობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თავისი ურთიერთობის გამო, ეს ადვილი იქნებოდა, თუმცა „სხვაგვარად გამოვიდა“.
„ერთადერთი, რაც არ გავაკეთე, რუსეთ-უკრაინის საკითხია, მაგრამ ესეც გაკეთდება. მეგონა, ეს ადვილი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო, თუმცა ცოტა სხვაგვარად აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ გაკეთდება. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს, არასდროს დაიწყებოდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივაღწევდით მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ვერ შევძლებდით ამას რუსეთსა და უკრაინას შორის? იმიტომ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შეუძლებელი იყო. შეხედეთ მათ, ჩვენ ეს შევძელით. 3 000 წელი – მათ არასდროს ჰქონიათ მშვიდობა. მათ არასდროს ჰქონიათ მსგავსი რამ. ვფიქრობ, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება, იმედია, სამუდამოდ. იმედია, ესეც მარადიული იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

