აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი ძლიერი ლიდერია, რომელსაც „ფენომენალური შედეგების” მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორბანი უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის და არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად დაუღალავად იბრძვის.
ამასთან, დონალდ ტრამპმა მას საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორბანი გაიმარჯვებს.
„უნგრეთის უაღრესად პატივსაცემი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნამდვილად ძლიერი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის, მას უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია და აღსანიშნავი მიღწევები ჩემი ადმინისტრაციის დროს, ძირითადად პრემიერ-მინისტრ ორბანის წყალობით მოხდა.
მოუთმენლად ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ შეძლოს წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალი ამ უზარმაზარი გზის წინსვლა. მე ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წელს ხელახლა არჩევაში ვუჭერდი მხარს და დიდი პატივია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ. ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის – ის უნგრეთის დიდებულ ხალხს იმედს არასოდეს გაუცრუებს!“- წერს ტრამპი.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

