დონალდ ტრამპმა და პიტ ჰეგსეტმა ირანის გოგონათა სკოლის დაბომბვაში ირანი დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა ,,ჰილი” წერს.
„იმის საფუძველზე, რაც მე ვნახე, ეს ირანმა გააკეთა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლა ირანმა დაბომბა. დარტყმა ძალიან არაზუსტი იყო, როგორც იცით. მათ არანაირი სიზუსტე არ აქვთ. ეს ირანმა განახორციელა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
„ერთადერთი მხარე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, ირანია“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერს, ქეროლაინ ლევიტს ჟურნალისტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ჰკითხეს, კერძოდ, განახორციელა თუ არა სკოლაზე დარტყმა აშშ-მა, რაზეც ლევიტმა უპასუხა,რომ მისთვის უცნობია.
ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 165-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები იყვნენ.

