გასულ კვირას ბელარუსში კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა, უდიდესი მადლობა ალექსანდრ ლუკაშენკოს ამის გაკეთებისთვის, – ამსი შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი წერს, მოუთმელანდ ელოდება ლუკაშენკოსთან შეხვედრას „მშვიდობის საბჭოს“ მორიგ შეხვედრაზე.
„გასულ კვირას ბელარუსში ჩემი ელჩის, ჯონ კოულის, უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ამით გასული წლის მაისიდან მოყოლებული პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ გათავისუფლებულ პატიმართა საერთო რაოდენობა 500-ს აჭარბებს. მინდა, პრეზიდენტს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამის გაკეთებისთვის. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ყოფნას „მშვიდობის საბჭოს“ შემდეგ შეხვედრაზე“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობითვის, ბელარუსის ხელისუფლებამ 2026 წლის დასაწყისში დაახლოებით 250 პატიმარი გაათავისუფლა. მათ შორის იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, მარფა რაბკოვა და ნასტა ლოიკა. ამასთან, 2025 წლის დეკემბერში ბელარუსში კიდევ 123 მსჯავრდებული, მათ შორის ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიქტარ ბაბარიკა, გაათავისუფლეს.

