დონალდ ტრამპის თქმით, ზელენსკის ომის დასრულების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ის მზადაა მოლაპარაკებისთვის.
ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა „ნიუ იორკ პოსტთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
„ის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოითხოვს. ეს სიახლეა. ის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს ითხოვს. ჩვენ დეტალებზე არ გვისაუბრია. მას მიაჩნია, რომ დროა, და პუტინმაც ასე უნდა იფიქროს, რომ დროა, რადგან პუტინმა წააგო. როდესაც თქვენ 700 000 ადამიანი დაკარგეთ, დროა დასრულების. ეს არ დამთავრდება, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აყალიბებს ხედვას, როგორ უნდა დასრულდეს ეს უაზრო ომი.
შეგახსენებთ, ტრამპი და ზელენსკი პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.