აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს პენტაგონის ახალ წესებს, რომლებიც ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს.
„მედია ძალიან არაკეთილსინდისიერია“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა პიტ ჰეგსეტს და აღნიშნა, რომ მას ასევე შეუძლია, მედიის წარმომადგენლების თეთრი სახლიდან გაყვანა, თუ ამას მოისურვებს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ წესები საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად და ჟურნალისტების პენტაგონში „ხეტიალის” თავიდან ასაცილებლად მიიღეს. საუბარია ომის დეპარტამენტის ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც ჟურნალისტებს სექტემბრის ბოლოს გაუგზავნეს. ახალი წესები ჟურნალისტებს უკრძალავს თანმხლები პირისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე პენგატონის შენობის დიდ ნაწილში გადაადგილებას. ამასთან, თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უფლება ეძლევა, ჩამოართვას ჟურნალისტებს აკრედიტაცია, თუ ისინი საიდუმლო ინფორმაციას მოითხოვენ, რომლის გამოქვეყნებაც არ არის ნებადართული.