ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი „ოქროს გუმბათი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი „ოქროს გუმბათი“. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ოქროს გუმბათი დაიცავს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ კანადამ გამოთქვა ამ პროგრამაში ჩართვის სურვილი.

დონალდ ტრამპის თქმით, თავდაცვითი ფარი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 175 მილიარდი დოლარი იქნება, უნდა ამოქმედდეს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე – 2029 წლის იანვრამდე.

„რონალდ რეიგანს ეს წლების წინ სურდა, მაგრამ მაშინ შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის ადმინისტრაციამ სამხედრო მაღალჩინოსნებს უბრძანა, უზრუნველყონ, რომ „ოქროს გუმბათის“ სამომავლო დაფინანსება აისახოს 2026-2030 წლების ახალ საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიდა ქართლში ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.„20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინება შემოვიდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მოკვლევა დაიწყეს. არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ქარელში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში „ახალი ხორცი“, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა. ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ „ბესიკ ნაყიშაშვილი“) კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა შებოლილი ლორის მწარმოებელ ბიზნესოპერატორთანაც (ი/მ „ვახტანგ ლომიძე“, მის: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N54). საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საწარმოში არ არის დანერგილი HACCP სისტემა“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული/შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისაგან.„ბოტულიზმი მწვავე ტოქსიკო-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ბოტულიზმის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია სანიტარიული და ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა საკვები პროდუქტების კონსერვირებისას“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დავით სონღულაშვილი – სახელმწიფო პროგრამების დასახვეწად და კერძო სექტორის განსავითარებლად, მნიშვნელოვანია უკუკავშირი მწარმოებლებს, ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის

ახელმწიფო პროგრამების დასახვეწად და კერძო სექტორის განსავითარებლად, მნიშვნელოვანია უკუკავშირი მწარმოებლებს, ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლსა და კახეთში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები და გაშენებული ბაღები დაათვალიერა. მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა.„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ პროექტს, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, შევხვდეთ მეწარმეებს და ფერმერებს, რომლებიც მხარდაჭერით სარგებლობენ და ვნახოთ, რამდენად წარმატებულები არიან, ვნახოთ, სახელმწიფოსგან რა ხელშეწყობა შეიძლება დამატებით დასჭირდეთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად განავითარონ საქმიანობა. ეს არის ღირებულებათა ჯაჭვის სრულად შექმნის და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონებში მწარმოებლებთან და ფერმერებთან შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება. პირდაპირი კომუნიკაციით სამინისტრომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს, თუ რა საჭიროებები არსებობს, რაში დაუდგეს სახელმწიფო მეწარმეებს და ფერმერებს გვერდში, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს.

მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მეუღლის დაწვისთვის დაკავებულ კაცს უვადო პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ თიანეთში 25 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მეუღლეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯამცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები."სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "თ", "კ" და "მ" პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიური გამოცემა – „იუვენტუსი“ თავდამსხმელების დამატებაზე ფიქრობს, ტურინელთა სატრანსფერო სიაში გიორგი მიქაუტაძეცაა

ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მთავარ კანდიდატად ვიქტორ ოსიმენს განიხილავს. ტურინელები, ასევე, საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს აკვირდებიან – ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.„ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩისა და რანდალ კოლო მუანის შესაძლო ტრანსფერისთვის ემზადება, რაც ახალი შემტევების დამატების საჭიროებას ქმნის.„ბიანკონერი“ ოსიმენის (ამჟამად იჯარით თურქეთის ჩემპიონ „გალათასარაიში“ თამაშობს) შეძენით არის დაინტერესებული, რომელიც სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ დატოვებს.ნიგერიელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, ამიტომ „იუვენტუსი“ სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, არიან ​ვიქტორ ბონიფაცი, გიორგი მიქაუტაძე და არნო კალიმუენდო, – წერს იტალიური გამოცემა.

გია ვოლსკი – პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ...

პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, პაატა ბურჭულაძის პლატფორმაზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებს.„არ ვიცი, ერთმანეთთან ბრძოლაში რომელი უფრო წარმატებული იქნება, პაატა ბურჭულაძის პლატფორმა თუ სალომე ზურაბიშვილის, მაგრამ საქართველოში ვერ იქნებიან წარმატებული. პაატა ბურჭულაძე წარმატებული იყო, როცა მსოფლიოს სცენაზე მღეროდა. შემდეგ უკვე პუტინს უმღეროდა და რუსეთში იყო თანამდებობებზე დანიშნული. ამას ვერანაირად ვერ ჩავუთვლით იმ წარმატებაში, რომელსაც დღეს იჩემებს, რომ ევროპისკენ სვლის მედროშეა. პაატა ბურჭულაძის ფიგურა რაიმე პლატფორმაზე საუბარს არ შეესაბამება, მით უმეტეს, სერიოზულ საუბარს. სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, განსხვავება ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი ქარტიით უნდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერიც გახდეს. პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ თვითონ ერთადერთი და განუმეორებელია. აი, გედი ფოფხაძის როლი და პლატფორმა ჯერ ვერ გამოვიცანით, ალბათ უახლოეს პერიოდში ესეც ცნობილი გახდება. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. პაატა ბურჭულაძე ხშირად გვთავაზობს სისულელეს, რათა მისი სახელი ხშირად იყოს განმეორებული. სისულელეს სულელი ამბობს. პაატა ბურჭულაძე გამოჩენილი იყო და მეტროპოლიტენ ოპერაში მღეროდა. მისი მონაწილეობით საოპერო დადგმა – „აიდა“ მაქვს ნანახი. მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები და ფლუგერივით ტრიალი დაიწყო. ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში. რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ, როგორც სერიოზულ ადამიანზე. ერთი კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესანიშნავი სქემით ჩაატარა თაღლითობა, რასაც ვითომდა უსახლკაროთა და ბავშვთა დახმარება ჰქვია. შესანიშნავი, კარგად გათვლილი თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა მაშინ და დღეს ვუყურებთ, როგორც რაღაც პოლიტიკურ ლიდერს და პლატფორმებზე ვლაპარაკობთ. სიტყვა პლატფორმა პოლიტიკურ თემაშია, პაატა ბურჭულაძესთან მიმართებით ძალიან შორს არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები