აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანმა უნდა უარყოს ბირთვული იარაღის კონცეფცია.
„მათ არ შეუძლიათ ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ელ სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიბ ბუკელესთან შეხვედრისას.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანი აჭიანურებს ბირთვული იარაღის საკითხზე მოლაპარაკებებს.
„ირანს ჩვენთან შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. შეხვედრა გვქონდა მათთან შაბათს. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია მომავალ შაბათს. მე ვთქვი, რომ ეს დიდი დროა. ასე რომ, ვფიქრობ, შესაძლოა ისინი აჭიანურებენ. ვფიქრობ, ისინი აჭიანურებენ, რადგან მიჩვეულები იყვნენ ამ ქვეყანაში სულელ ხალხთან ურთიერთობას“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები „სწრაფად უნდა წარიმართოს“, რადგან ირანი „საკმაოდ ახლოსაა ბირთვული იარაღთან“. თუ ჩვენ მოგვიწევს ძალიან მკაცრი ზომების მიღება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-ის რეაგირება შეიძლება, მოიცავდეს დარტყმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე.