აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, ფედერალური ბიუჯეტიდან ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის დაფინანსება შეწყდეს.
„მე მსურს ამის გაკეთება. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან უსამართლოა. ისინი ძალიან მიკერძოებულები არიან. მედიაში უკვე საკმარისი რაოდენობის ლიბერალური შინაარსია. ეს ფულის ფლანგვაა“, – განაცხადა დონალდ ტრაპმა.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის ხელმძღვანელების მოსმენა მოითხოვა სამთავრობო ეფექტიანობის ქვეკომიტეტის სხდომაზე. საინფორმაციო მედიის ხელმძღვანელები ჩვენებას ხვალ მისცემენ.