აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარი „დიდი საქმეა“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ ხვალ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილავს უკრაინელი ჯარისკაცების მძიმე მდგომარეობას, რომლებიც, მისი თქმით, ამჟამად რუსული ძალების მიერ არიან გარშემორტყმული.
„რომ არა მე, ისინი აქ აღარ იქნებოდნენ. მე შევძელი, დამერწმუნებინა რუსები, რომ ამ მომენტში არაფერი მოემოქმედათ“, – განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, დონალდ ტრამპმა გამოხატა ოპტიმიზმი, რომ ორივე მხარე, აშშ-ის შუამავლობით, შეძლებს ცეცხლის შეწყვეტასა და საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.