შაბათი, მარტი 22, 2025

დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება, თუმცა ალიანსის მეხუთე მუხლით უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე დისკუსია შესაძლებელია

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ალიანსის მეხუთე მუხლით უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე დისკუსია შესაძლებელია.

უიტკოფმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ფაქტობრივად გააცნობიერეს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში შეუძლებელია.

„ვფიქრობ, ზელენსკიმ და მისმა მარჯვენა ხელმა, ერმაკმა დიდწილად გააცნობიერეს, რომ ნატოს წევრები ვერ გახდებიან“, – აღნიშნა უიტკოფმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გრძელდება დისკუსიები უკრაინაზე ნატო-ს მე-5 მუხლის, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გარეშე გავრცელებასთან დაკავშირებით.

უიტკოფის თქმით, უკრაინისთვის ასეთი დაცვის უზრუნველყოფის საკითხი აშშ-ის და ევროპული ქვეყნების მხრიდან კვლავ დისკუსიის საგანია.

„შეუძლია თუ არა უკრაინას გარკვეულწილად ჰქონდეს ეს შეერთებული შტატებისგან ან ევროპული ქვეყნებისგან, ნატო-ს წევრობის გარეშე? ვფიქრობ, ეს საკითხი ღიაა დისკუსიისთვის“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა უიტკოფმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯო უილსონი – აშშ საქართველოს გვერდით დგას

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი თბილისში „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერ მსვლელობას გამოეხმაურა.როგორც ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, მამაც ქართველ ხალხს ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა სურთ.„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომლებსაც ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა სურთ. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობას, მიყიდოს საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ საქართველოს გვერდით დგას!“, – დაწერა ჯო უილსონმა.

პეტრ პაველი – რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, შეუძლია თუ არა აშშ-ს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად აღიაროს, ამის განსაზღვრა სულ უფრო რთული ხდება

ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ სჯერა, რომ უკრაინა სამხედრო გზით შეძლებს დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ამბობს, რომ იურიდიულად ისინი ვერ იქნება აღიარებული რუსეთის ტერიტორიებად.პეტრ პაველმა გაიხსენა მსოფლიოში არსებული პრეცედენტები, სადაც არის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ეს ოკუპაცია იურიდიულად არ არის აღიარებული.„ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია. თუ გვსურს, შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, სადაც მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მაშინ უბრალოდ ვერ შევეგუებით იმას, რომ აგრესორმა, როგორც წახალისება მიიღოს კანონიერი უფლება მის მიერ ოკუპირებულ მიწებზე“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, დასავლურ ქვეყნებს „არ აქვთ სხვა გამოსავალი“, გარდა იმის, რომ არ აღიარონ და „გამოაცხადონ ეს მიწები, მაქსიმუმ, დროებით ოკუპირებულად“.„რამდენ ხანს გაგრძელდება ეს „დროებითობა”, აი, ამაში მდგომარეობს კითხვა“, – განაცხადა პეტრ პაველმა.კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად, პაველმა თქვა, რომ „ძალიან რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, როგორი იქნება შეერთებული შტატების მიდგომა. თქვენ უკვე ნახეთ მათგან იმდენად მოულოდნელი ნაბიჯები, რომ ამის განსაზღვრა სულ უფრო და უფრო რთული ხდება“.ამავე დროს, პეტრ პაველს სჯერა, რომ აშშ „არ ცდილობს, დაანგრიოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რადგან იცავს ყველა ჩვენგანს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც“.

„პოლიტიკო” – თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს „იქსის“ ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს

თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა „იქსზე“ ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს, – ამის შესახებ „პოლიტიკო” წერს.თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა მას შემდეგ შეეზღუდათ, რაც სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს და ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო.„ანგარიშების უმრავლესობა უნივერსიტეტთან ასოცირებული აქტივისტების ანგარიშებია, რომლებიც ძირითადად აზიარებდნენ საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციას, ადგილს და დროს სტუდენტებისთვის“, – განუცხადა „პოლიტიკოს” უილსონის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის კოორდინატორმა და ანალიტიკოსმა, იუსუფ ჯანმა.ჯანის თქმით, ეს ანგარიშები ძირითადად ეკუთვნით აქტივისტებს, რომელთა გამომწერების რაოდენობა ათი ათასის ფარგლებშია.როგორც „პოლიტიკო” წერს, აქტივისტმა ომერ ფარუკ ასლანმა შექმნა მეორე ანგარიში ცენზურის თავიდან ასაცილებლად.„გუშინ ჩემი ანგარიში დაიბლოკა სასამართლოს ბრძანებით, რადგან ტვიტებმა ექვს მილიონ ნახვას გადააჭარბა“, – აღნიშნა ომერ ფარუკ ასლანმა.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აღმოაჩინა 326 ანგარიში, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ.როგორც „პოლიტიკო” წერს, ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა, სავარაუდოდ, კანონიერია, რადგან თურქული კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ ქმედებებს, თუ მთავრობა მოითხოვს ამას.

გია ვოლსკი – საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა, მით მეტი იქნება ხალხის გავლენა აღმასრულებელ სტრუქტურებზე

ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანით რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულების პრევენცია მოხდა და მიზანი არ ყოფილა ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვა.„ქალაქებსა და სოფლებში ხალხი მოითხოვს რაც შეიძლება მეტ რესურსს, რათა თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს იმ სტრუქტურებში, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეიქმნება. ეს რეალობა არსებობს და ამ რეალობას თვალს თუ გაუსწორებენ და მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი თურმე ის ყოფილა, ვინც ქუჩაში გამოდის, ქვეყნის დამარცხებას და ნეგატიური პროცესების შეუქცევად განვითარებას ლამობს, მაშინ აიღონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. პირიქით, უფრო მეტი შანსი აქვთ გამარჯვებისა, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი აზრი დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით უფრო პოპულარულია. არ მიაჩნიათ, წარმატების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და რა საკვირველია, ამ შემთხვევაშიც და ვენეციის კომისიის ეს პოლიტიკური განცხადებაც მათთვის მისაღებია. პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნაწილთან მით უმეტეს იმ ნაწილში, როდესაც ვენეციის კომისია გვირჩევს, რომ 2/3-ით მიიღონ ცესკო-ში გადაწყვეტილებები; მაგალითად, ჩვენ ეს შევცვალეთ, ვინაიდან, საბოტაჟი იყო აშკარა და ვერანაირად ვერ იქნება ცესკო-ს გადაწყვეტილებები დამოკიდებული უმცირესობის მოსაზრებაზე, რომლებიც ამ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასული. საერთოდ გაჩერდება ცესკო-ს საქმიანობა, ოქმს ვერ მიიღებენ, არჩევნებს ვერ დაამტკიცებენ. სწორედაც პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულების ამ კანონში ცვლილებებით. არანაირი ინტერესი ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ შევზღუდოთ ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობა საარჩევნო პროცესში არც გვქონია და არც გვექნება. არჩევნები თავისუფალია და ვისაც მიაჩნია, რომ გამარჯვების რესურსი აქვს, გამოვიდეს, იბრძოლოს და გაიმარჯვოს, მაგრამ ის, რომ საზოგადოებას სურს, მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს არჩევით ორგანოებში, რათა მეტი ბერკეტი ჰქონდეს ხელთ, რათა გავლენა მოახდინოს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რა საკვირველია მისაღებია, გასათვალისწინებელია და მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობას მოიტანს,“- განაცხადა ვოლსკიმ.

„იმედი მაქვს, რომ ე.წ. ნაცური პარტიები, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და საკუთარი სიტყვის ერთგულები დარჩებიან“ – იაგო ხვიჩია

"იმედი მაქვს, რომ ე.წ. ნაცური პარტიები, არჩევნებში მო7 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ოპოზიციაში კი აზრთა სხვადასხვაობაა და ჩამოყალიბება უჭირთ - მიიღებენ თუ არა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას. ღიად და პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ამბობს, რომ 2025 წლის არჩევნებში ჩართვას არ აპირებს. ბარიერგადალახულ სხვა პარტიებში კი აქცენტს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებენ.განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტია "გირჩში":"იმედი მაქვს, რომ ე.წ. ნაცური პარტიები, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და საკუთარი სიტყვის ერთგულები დარჩებიან. თუმცა ვხედავ რაღაცნაირად ამ პირველი სიტყვიდან უკან დახევას. მე არ ვიცი ბატონი ნიკა მელია და ნიკა გვარამია უკან დაიხევენ თუ არა საკუთარი პოზიციიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ტენდენცია პირიქით მიდის და როგორც ჩანს, ნაცები და ნაცური პარტიები, აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ბოლო სიახლეები