აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მთავრობის მოწოდება, რომ ახალგაზრდებმა ენერგეტიკული ობიექტების გარშემო გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან, უკანონოა.
„სრულიად უკანონოა. მათ ამის უფლება არ აქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო კომენტარში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსს“ ირანელებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განუცხადა.
რაც შეეხება კითხვას, რამ განაპირობა მისი მუქარა, რომლის მიხედვითაც, „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება“, ტრამპმა უპასუხა: „ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ“.
ირანის მთავრობამ მოუწოდა სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.

