ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

დოდო გუგეშაშვილი:ჩემი შვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა

ორთავე მოგვკლეს და არ ვიცი რატომ,” – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.
მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი კამერის წინ ამბობს, რომ მას მკვლელი მიუგზავნეს და მისი შვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი იხსენებს, როგორ გაიცნო ვინმე ზურა, ვინც პირველი შეხვედრიდან 10 თვეში მას ზურგში ესროლა, შვილი კი მოუკლა, პირველივე შეხვედრის შემდეგ ნდობაში შევიდა და მეტი დამაჯერებლობისთვის საერთო ნაცნობები დაუსახელა. გზად კი ინტერესდებოდა, რამდენად ხშირად ჩადიოდა მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი უკრაინაში და რა გავლენები ჰქონდა.
დოდო გუგეშაშვილი როგორც კურიერთან აცხადებს, მან ზურას უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და არც უკრაინაში ბრძოლისთვის არ იღებდა გასამრჯელოს, ქართველი სნაიპერიც უკრაინელ მებრძოლებს უსასყიდლოდ ამზადებდა.
ზურამ დოდო გუგეშაშვილს შესთავაზა, ეპოვა ადამიანები, ვინც უკრაინული ქარვის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაში დაეხმარებოდა.
თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ინტერვიუში ამბობს, რომ საუბარი იყო მაღაზიაში ქარვის ნაკეთობების შეძენაზე. გუგეშაშვილის თქმით, ქარვა არა საქართველოში, არამედ თურქეთში უნდა გაეტანათ.
თავდასხმის დღეს დოდო გუშაშვილი სახლში შვილთან ერთად იყო. ზურა სამზარეულოში ესაუბრებოდა. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს ამ დროს ეძინა. საუბრის დროს მოულოდნელად დენი გამოირთო.
როგორც დოდო გუგეშაშვილი ინტერვიუში ამბობს, გასროლის წინ ზურა მას ისევ ქარვაზე ესაუბრებოდა. ის ამბობს, რომ მისთვის სროლის შემდეგ ის ზურას სახლიდან გაყვანას ცდილობდა და სადარბაზოში დახმარებას ითხოვდა, თუმცა, ზურა მას არ გაჰყვა და საძინებელში ნოდარ გუგეშაშვილი მოკლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინასურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს.სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ო. ა. (მის: მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.ობიექტზე, ასევე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

„სიენენის“ ცნობით, სამხრეთ კორეაში THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრანსპორტირებისთვის საჭირო მანქანები გადაადგილდებიან

სამხრეთ კორეაში THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრანსპორტირებისთვის საჭირო მანქანები გადაადგილდებიან.ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ვიდეოში ჩანს რამდენიმე მძიმე, გაფართოებული მობილობის ტაქტიკური სატვირთო მანქანა, რომელიც სოსონგ-რის ქუჩაზე მოძრაობს. რამდენიმე სატვირთო მანქანის უკანა მხარე ბრეზენტითაა დაფარული.„სიენენის“ მიერ გამოკითხული რამდენიმე სამხედრო ექსპერტის თქმით, ეს სატვირთო მანქანები შეესაბამება იმ სატვირთო მანქანებს, რომლებიც გამოიყენება THAAD სისტემების გადასატანად.სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონგმა ადრე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია, შეაჩეროს შეერთებული შტატები, გაიტანოს თავისი იარაღის ნაწილი ქვეყნიდან, თუმცა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ კორეის შეკავების ზომებზე.„სიენენის“ თანახმად, 2017 წელს სამხრეთ კორეაში THAAD სისტემების განლაგებამ ჩინეთის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია, რომელიც ამ სისტემებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევდა.

ლიგის ფინალის წინ პირველი, რაც ჩემოდანში ჩავდე, საქართველოს დროშა იყო

ხვიჩა კვარაცხელიამ Le Parisien-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი დაახასიათა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: მოედანზე საქართველოს დროშით ერბინა.შეგიძლია საკუთარი თავი რამდენიმე სიტყვით დაახასიათო?„მომთმენი, აგრესიული, მებრძოლი და... ქართველი! ბოლო ორი თითქმის ერთი და იგივეა და მხოლოდ ქართველები მიხვდებიან, რაზე მაქვს საუბარი.“შეგიძლია ფრანგ პუბლიკას აუხსნა, რას გულისხმობ?„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. ვცდილობთ, ის კარგად წარმოვაჩინოთ და მსოფლიოს გავაცნოთ. მაგალითად, როდესაც ხალხი საქართველოში ჩამოდის, მათ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვმასპინძლობთ. როდესაც ვთამაშობ, პირველ რიგში საქართველოსთვის ვთამაშობ და შემდეგ — საკუთარი თავისთვის. როდესაც ჩემი მსგავსი პატარა ქვეყნიდან მოდიხარ, ძალიან ცოტა შანსი გაქვს, ისეთ დიდ კლუბში ითამაშო, როგორიც პარი სენ-ჟერმენია. დღეს ჩემთვის დიდი სიამაყეა, რომ „პარიზის ქართველად“ მიცნობენ...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

როგორ იქცა კვარაცხელია ვარსკვლავად | BBC-იმ ხვიჩას სტატია მიუძღვნა

„მოკრძალებული დასაწყისი, რონალდუ და NBA — როგორ იქცა ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავად“, - ეს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, BBC-ის სტატიის სათაურია.მისი ავტორი, გუილემ ბალაგი, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ გარემარბზე ვრცლად წერს და მკითხველს მას ახლოდან აცნობს. „ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ტალანტად დაიმკვიდრა თავი. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ მოედნის მიღმა აბსოლუტურად სხვანაირია.25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ცხრა მატჩში 7 საგოლე მოქმედება მიითვალა (4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა), რითაც ის ამ ტურნირზე პსჟ-ის საუკეთესო ბომბარდირია და ყველაზე მეტი საგოლე მოქმედებაც აქვს. მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ჩელსია — კლუბი, რომელმაც წარსულში მისი გაფორმება სცადა.„ვთვლი, რომ უბრალო ადამიანი ვარ. ვცდილობ თავმდაბალი ვიყო, ოჯახის წევრების მოსაზრებები გავითვალისწინო და ყოველთვის მახსოვდეს, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ“, — ეს ხვიჩას სიტყვებია და მოდით, მის მიერ გავლილი გზა დეტალურად განვიხილოთ.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, 16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა და პირიქით.მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.ამასთანავე, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

ბოლო სიახლეები