აქციაზე ხართ 10% ქართველი, 80% უკრაინელი, 5% რუსი და 5% ბელორუსი – ნაცებო, ამ ხალხით გინდათ რევოლუცია? – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე უკრაინის სოლიდარობის აქციას.
„აქციაზე ვიღაც გამოაგორეს და აქ ვართ ქართველი ხალხიო. კი, კი, მანდ ხართ 10% ქართველი, 80% უკრაინელი, 5% რუსი და 5% ბელორუსი. ხოდა ნაცებო, ამ ხალხით გინდათ რევოლუცია?
შანსი 0%“- წერს სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის სოლიდარობის აქცია სახელად – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ მიმდინარეობს.