ორშაბათი, ივნისი 2, 2025

„დინამო თბილისის“ მწვრთნელი – ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, ჩემპიონთა თასს თბილისში ჩამოიტანს და ქართულ ღვინოს დავლევთ

ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის მწვრთნელს, ლადო კაკაშვილს დაჰპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში თასს თბილისში ჩაიტანს, — ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში კაკაშვილმა ისაუბრა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ ეს პირობა სწორედ იმ ადამიანს მისცა, ვინც წარსულში მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – ლადო კაკაშვილს, რომელიც ამჟამად „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელია.

„ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩვენ ჩემს კაბინეტში დავსხდებით და თასიდან ქართულ ღვინოს დავლევთ“, — თქვა ლადო კაკაშვილმა.

ლადო კაკაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „დინამო თბილისის“ აკადემიაში წვრთნიდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ გამარჯვებაში (5:0) მონაწილეობა გოლით მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვა დეტალები უცნობია. იოსებ ჭელიძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. შეგახსენებთ, შს მინისტრად გელა გელაძე მიმდინარე წლის 28 მაისს დაინიშნა, მან პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა, რომელიც უწყებას ასევე 2019 წლიდან ხემძღვანელობდა.

🎥ხაზარაძემ თბილისი როგორ უნდა წაართვას ვინმეს?! მაგას შეუძლია მხოლოდ თბილისელებისთვის სახლების და ბინების წართმევა… – თაკო ჩარკვიანი

ხაზარაძემ თბილისი როგორ უნდა წაართვას ვინმეს?! მაგას შეუძლია მხოლოდ თბილისელებისთვის სახლების და ბინების წართმევა... - განაცხადა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცე“.„თბილისის არჩევნების წართმევა არავის შეუძლია, თუკი ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მიტაცებულია ეს არჩევნები და მიტაცებულია სახელმწიფო. ჩემთვის სახელმწიფო ბერკეტი მიტაცებულია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დაემშვიდობა – აქ 19 წლის ბიჭი ჩამოვედი, თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემი განვითარებისთვის

გიორგი ქოჩორაშვილი ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა „ლევანტეს“, რომელმაც ლა ლიგა 2-ის 2024/2025 წლის სეზონი გამარჯვებით დაასრულა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.ქოჩორაშვილმა მადლიერება გამოხატა „ლევანტეს“ გულშემატკივრებისა და კლუბის მიმართ:„გამარჯობა, გულშემატკივრებო. უპირველესად, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ვარჯიშის დროს ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობა მწვრთნელსა და მთელ ტექნიკურ პერსონალს ბოლომდე მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს ოჯახს – მათ გარეშე ჩემი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.მადლობა ყველას, ვინც „ლევანტესთან“ არის დაკავშირებული – 19 წლის ასაკში პატარა ბიჭი ჩამოვედი და კაცი მივდივარ. თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემს განვითარებაში. ეს არ არის დამშვიდობება, აუცილებლად შევხვდებით მომავალში“, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა.აღსანიშნავია, რომ 2025/2026 წლის სეზონში გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგთან“ ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ღიაა სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად

აშშ-ის პრეზიდენტი ღიაა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სტამბოლში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ღიაა შესახვედრად, თუ ეს საჭირო იქნება, მაგრამ მას სურს, რომ ორივე ლიდერი და ორივე მხარე ერთად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს ვნახეთ, როგორ შეძლო ორივემ მხარემ ამის გაკეთება“, – თქვა ლევიტმა.შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს. აღნიშნულზე, მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმაც.

ზელენსკი აცხადებს, რომ 24-25 ივნისს NATO-ს სამიტზე უკრაინაცაა მიწვეული

24-25 ივნისს ჰააგაში NATO-ს სამიტზე უკრაინაცაა მიწვეული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.Zoom-ში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.„ჩვენ მიგვიწვიეს NATO-ს სამიტზე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.თუმცა ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა სახით იქნება უკრაინა წარდგენილი სამიტზე.შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუტესთან სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ საუბრა. რუტემ და ზელენსკიმ ასევე განიხილეს უკრაინის შემდგომი დახმარების ნაბიჯები.

ბოლო სიახლეები