პარასკევი, თებერვალი 20, 2026

დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის აკრძალვის ინიციატივაზე: რეგულაციები ნაჩქარებია და საჭირო არის მეტი კონსულტაციები და გონივრული გადაწყვეტილებები

ავტოპარკის განახლებისა და ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინიციატივა გააკრიტიკა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და დამატებით განხილვას საჭიროებს.

“საქართველოში ავტოპარკის განახლება და შესაბამისად, ძველი ავტომობილების მიერ ჰერის დაბინძურების შემცირება რომ არის საჭირო, ამაზე არავინ დაობს”,— განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, რეგულაციები ისე უნდა იქნას მიღებული, რომ სხვა მიმართულებები არ დაზიანდეს და პროცესი იყოს გონივრული და უმტკივნეულო.

„საქართველოში ავტოპარკის განახლება და შესაბამისად, ძველი ავტომობილების მიერ ჰერის დაბინძურების შემცირება რომ არის საჭირო, ამაზე არავინ დაობს. საჭიროა მეტი დაფიქრება, კონსულტაციები და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. კარგად მესმის ეს საკითხი, რადგან ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა და კარგად ვიცი რა გავლენა შეიძლება იქონიოს დაბინძურებულმა ჰაერმა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ შეიძლება რეგულაციები ისე მივიღოთ, რომ არ დავაზიანოთ სხვა მიმართულებები და დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა. საკითხი ეხება იმას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს, რომ გონივრული და უმტკივნეულო იყოს ეს პროცესი.

ეს არის კომპლექსური საკითხი და უნდა შევეხოთ რამდენიმე ასპექტს. მაგალითად, ითქვა, რომ 6 წელზე დიდი ასაკის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა ხელს შეუწყობს მოძველებული ავტომობილების შემცირებას — ეს ასე არ არის. ეს იქნება პირუკუ ეფექტი და შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში დარჩეს ის მოძველებული ავტოპარკი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მოძველებული ავტომობილები, მაგალითად 13-14 წლის მანქანები, უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტად დააბინძურებს გარემოს, რადგან მფლობელები სხვადასხვა მეთოდით შეეცდებიან მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას. შედეგად მივიღებთ კიდევ უფრო მეტად მოძველებულ ავტოპარკს და არა მის განახლებას.

გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს მაღალი ანაზღაურება და ისინი ახალი ავტომობილების შეძენას ვერ შეძლებენ სესხების გარეშე. ამ სესხებთან წვდომა მოსახლეობის ნაწილს საერთოდ არ აქვს და ეს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დაამძიმებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ასაკი ვერ იქნება რისკფაქტორის განმსაზღვრელი, რადგან სხვადასხვა ავტომობილს სხვადასხვა რესურსი და გამძლეობა გააჩნია და ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს ტექდათვალიერების მექანიზმით.

რეგულაციაში საუბარია M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რაც მოიცავს მსუბუქ ავტომობილებს, მაშინ როცა სპეციალური ტექნიკა რეგულაციის მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ცვეთა უფრო მაღალია და დაძველება სწრაფი ტემპით ხდება.

თუ ამ რეგულაციისკენ გვიბიძგა ქალაქის მასშტაბმა, სადაც ავტომობილების რაოდენობა ჭარბია და საცობებიც ხშირია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის მაგალითით მიღებული მკაცრი რეგულაცია ვერ გავრცელდება რეგიონებზე. შესაძლოა დედაქალაქში ადამიანმა, რომელსაც 6 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილის შეძენა არ შეუძლია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეძლოს, მაგრამ ეს არ ვრცელდება რეგიონებზე, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი პრაქტიკულად არ არსებობს, და ადამიანები იძულებულნი არიან საკუთარი ავტომობილით გადაადგილდნენ.

ასევე, ეს რეგულაცია, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანას შეზღუდავს, გამოიწვევს ქვეყანაში არსებული ძველი და მათ შორის შედარებით ახალი ავტომობილების გაძვირებასაც. გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის მაღალი შემოსავლის მქონე და მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეუძლია ახალი მანქანის შეძენა, რაც დანარჩენი მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იქნება,“ – განაცხადა ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა მოხდა ქუთაისი-ვენეციის რეისზე

„თუ ჩვენი დროის გმირებზე მკითხავენ, ვისაც შევხვედრივარ მათ შორის, ამ გოგოს დავასახელებდი...“, - ასე იწყებს სოციალურ ქსელში პოსტის წერას ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც 17 თებერვალს, ქუთაისი-ვენეციის რეისზე იმყოფებოდა და იქ მომხდარს შეესწრო.„17.02.2026. ქუთაისი-ვენეცია, რეისი ახალი აფრენილი იყო, როცა ერთ-ერთი მგზავრი ფაქტობრივად სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან, იყო რისკი რეისის ავარიულად დაშვების, მაგრამ ამ პატარა გოგოს ძალისხმევამ და ცოდნამ, გადაარჩინა სიცოცხლე. ვენეციის აეროპორტიდან კი მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა, ვერ გეტყვით რა ბედი ეწია შემდეგ, მაგრამ მთელი ფრენის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად. თუ აქ ხარ, გეტყვი, მადლობა შენ და მადლობა უფალს, რომ არსებობენ შენნაირი გულისხმიერი ადამიანები“, - წერს მგზავრი სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება

ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება, – ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.როგორც მედია იუწყება, თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ისრაელი ემზადება ჰიპოთეტური სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ირანმა შესაძლოა, პირველმა დაარტყას ისრაელს.როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელის სამხედრო მზადყოფნის დონე მსგავსია იმ მდგომარეობისა, რომელიც 2025 წლის ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის წინ იყო.​​​​​​​​​​​​​​​​

ქმრის ღალატი, მძიმე დაავადება და საბოლოოდ ნაპოვნი ბედნიერება – თურქი სუპერვარსკვლავის, ნესლიჰან ათაგულის ცხოვრება კამერებს მიღმა

ნეს­ლი­ჰან ათა­გულს თურ­ქეთ­ში "სე­რი­ა­ლე­ბის დე­დო­ფალს" უწო­დე­ბენ. თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლი გახ­და არა მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, არა­მედ რო­მან­ტი­კუ­ლი რო­ლე­ბის ნი­ჭი­ე­რი შეს­რუ­ლე­ბით. სე­რი­ალ­ში, სა­დაც ნეს­ლი­ჰა­ნი თა­მა­შობს, გო­გო­ნებს უწევთ ყვე­ლა­ნა­ი­რი უბე­დუ­რე­ბის გა­და­ლახ­ვა, თუმ­ცა ფი­ნალ­ში ჯილ­დოს სა­ხით - სიმ­პა­თი­უ­რი პრინ­ცი და პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ელო­დე­ბა. თა­ვად მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად არის. სი­ლა­მა­ზე ცხოვ­რე­ბა­ში სას­ჯე­ლად ექცა, რა­მაც ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.ნეს­ლი­ჰა­ნის მშობ­ლე­ბი სტამ­ბოლ­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბის დედა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში და­ი­ბა­და, მამა და მისი ყვე­ლა წი­ნა­პა­რი ჩერ­ქე­ზე­ბი არი­ან. თა­ვად ნეს­ლი­ჰა­ნი თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და: მამა მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო და ვაჟს და ქა­ლიშ­ვილს ზრდი­დან. ნეს­ლი­ჰა­ნი რვა წლის იყო, რო­დე­საც მა­მას­თან ერ­თად ფილ­მს უყუ­რა, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მტკი­ცედ თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და.ნეს­ლი­ჰა­ნი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ კი­ნო­ზე ოც­ნე­ბა არ მი­უ­ტო­ვე­ბია. 13 წლის ასაკ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა კას­ტინ­გის სა­ა­გენ­ტოს მი­სა­მარ­თი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დე­დას­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო შვი­ლის მსა­ხი­ო­ბო­ბის. უნ­დო­და, გო­გო­ნას ოჯა­ხი შე­ექ­მნა და ქმარ-შვილ­თან ერ­თად მშვი­დად ეცხოვ­რა.ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­გენ­ტომ მი­ი­ღო და მალე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ი­ღეს. ამას მოჰ­ყვა პა­ტა­რა რო­ლე­ბი სე­რი­ა­ლებ­ში. 15 წლის ასაკ­ში კი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და - რო­დე­საც სე­რი­ალ­ში "ფოთ­ლე­ბის და­ცე­მა" გა­და­ი­ღეს. მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ: მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია მათი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა იყო. ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო და გარ­და ამი­სა, კარგ ფულს შო­უ­ლობ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, მა­გა­ლი­თად, ძმის­თვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფული გა­და­ე­ხა­და.სე­რი­ა­ლის "სტამ­ბუ­ლის ორი სა­ხის" გა­და­ღე­ბის დროს გო­გო­ნა ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. გრძნო­ბე­ბი ორ­მხრი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდებს ბევ­რი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო: ქა­დი­რი ასე­ვე ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მო­ზარ­დო­ბი­სას მუ­შა­ობ­და წყლის დამ­ტა­რებ­ლად და მისი ოც­ნე­ბა ბარ­მე­ნო­ბა იყო. მაგ­რამ ერთ დღეს ახალ­გაზ­რდა სე­რი­ალ­ში "პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი" მი­იწ­ვი­ეს. ასე და­ი­წყო მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. 2016 წელს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იქორ­წი­ნეს. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი უყუ­რებ­დნენ ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. წლების შემდეგ კი ულამაზესი შვილი შეეძინათ.

საქართველოს მრავალფეროვანი იდენტობის ისტორია, სადაც აზანი და ეკლესიის ზარები ერთ ისტორიას ჰყვება-ირანის ელჩი ალი მოჯანი

საქართველოს მრავალფეროვანი იდენტობის ისტორია, სადაც აზანი და ეკლესიის ზარები ერთ ისტორიას ჰყვება-ირანის ელჩი ალი მოჯანი,,რამაზანის მარხვის პირველმა დილამ აღმოსავლეთ საქართველოში ქალაქ მარნეულის დათვალიერებით, რელიგიური ადგილების მოლოცვითა და სასულიერო პირებთან შეხვედრით ჩაიარა. სამას წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე მეჩეთები მასპინძლობენ შიიტური აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეთა უმსხვილეს რელიგიურ შეკრებებს. ეს მეჩეთები მხოლოდ სალოცავი სივრცეები არ არის; ისინი იმ საზოგადოების ცოცხალ ისტორიულ მეხსიერებას წარმოადგენს, რომელმაც მართლმადიდებელი ქრისტიანული უმრავლესობის ქვეყანაში შეძლო საკუთარი რელიგიური იდენტობის შენარჩუნება ქართული ეროვნული იდენტობის პარალელურად. ამ ნაგებობების ძველი გუმბათებისა და კედლების ჩრდილში ჩანს თანაცხოვრების ნარატივი, სადაც აზანის ხმა ეკლესიის ზარებს კი არ უპირისპირდება, არამედ ამ ქვეყნის მრავალშრიანი ისტორიის გაგრძელებად ისმის. საქართველო, სადაც მართლმადიდებლურ ქრისტიანობას შორეულ წარსულში აქვს ღრმა ისტორიული ფესვები გადგმული, მუდამ წარმოადგენდა კულტურებისა და რელიგიების გადაკვეთის სივრცეს. მარნეულში მეჩეთების არსებობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ რელიგიური მრავალფეროვნება ამ ქვეყნის სოციალური ქსოვილის ორგანული ნაწილია. ეს მრავალფეროვნება, ურთიერთპატივისცემის ეთიკურ კომპონენტთან ერთად, შესაძლოა იქცეს ეროვნული სტაბილურობის და ერთიანობის კაპიტალად. ისტორიული თვალსაზრისით, ეს ადგილები ცხადყოფს, რომ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა და საზღვრების გადანაწილებამ ვერ შეძლო ადამიანური და კულტურული კავშირების განადგურება. ეთიკური თვალსაზრისით, გზავნილი ნათელია: ვერც ერთ საზოგადოება სხვისი განზე გაწევით ვერ განმტკიცდება. ნებისმიერი საზოგადოება მდგრადობას აღწევს ურთიერთღირსების აღიარებით. სოციალური თვალსაზრისით კი, ეს მეჩეთები წარმოადგენს მუსლიმთა აქტიური მონაწილეობის ნიმუშს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღმსარებლობით მუსლიმი მოქალაქეები, თავიანთ ქრისტიან თანამოძმებთან ერთად იღწვიან მშვიდი და დაბალანსებული მომავლის ასაშენებლად. რამაზანი მარნეულში მხოლოდ რელიგიური რიტუალი არ არის; ეს არის შესაძლებლობა თანაცხოვრების, დიალოგისა და იმ კავშირების გაძლიერებაზე დაფიქრებისათვის, რომლებიც რელიგიურ განსხვავებებს აღემატება და ურთიერთპატივისცემასა და საერთო პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული- ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების თანახმად, მომხდარს „სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი“.„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები