ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რაში იხარჯება “გარედან” შემოტანილი ფული

როგორც კი გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში მაედნის მოწყობასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ეგეც სიცრუედ მონათლა და სუსმა პირდაპირ ეთერში გვასმენინა რევოლუციის ტრენინგები,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძის თქმით, ოპოზიცია ცრუ ნარატივებით ცდილობს ფონს გასვლას, მაგრამ მათ ყველა ტყუილ ძალიან მალევე ეხდება ფარდა და ამიტომაც არის, რომ საზოგადოებაში ნდობა არ აქვთ.

 

“️უკვე ყველასათვის ცხადია, რომ ოპოზიციას მოკლე ფეხები აქვს და შორს ვერ წავა. ჯერ ამბობდნენ, ომში ვინ გვითრევსო და ბევრის ნათქვამს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანის პირდაპირობამ აჯობა, ქართველი დედებისა და ბავშვების მსხვერპლი შეგვეშველებოდაო. ხმამაღლა ვთქვით, დასავლეთში გარკვეული ძალები ომში გვექაჩებიანო და ოპოზიციამ – ტყუილია ეს, კრემლის დაკვეთას ასრულებენო. არ დააყოვნა და თურქეთის პრეზიდენტმაც იგივე დაიჩივლა.

 

️როგორც კი გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში მაედნის მოწყობასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ეგეც სიცრუედ მონათლა და სუსმა პირდაპირ ეთერში გვასმენინა რევოლუციის ტრენინგები. უფრო მეტიც, USAD -იდან მოლოტოვის მსროლელებს ფული გაუგზავნეს, რომ ზედმეტად არ გახარჯულიყვნენ და მოლოტოვის კოქტეილის სროლის სურვილი არ გაქრობოდათ.

 

️სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რაში იხარჯება “გარედან” შემოტანილი ფული. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს წაუკითხავად გააპროტესტებინეს და მას შემდეგ არაერთი დასავლური ქვეყანა ალაპარაკდა ამ კანონის საჭიროებაზე.

ჩვენგან ხმამაღლა ითქვა, ოპოზიციის ლიდერები კანდიდატის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებიანო და ოპოზიციამ – ტყუილია, ეს”რუსეთუმეების”  სიზმრებიაო. დღეს კი ერთმანეთს ასწრებენ აღიარებით განცხადებებში. თავის თანაგუნდელებს ამხელენ, რომ დასავლეთში ისინი კანდიდატის სტატუსს ხშირად წინ ეღობებოდნენ. ზოგი მათგანი ღიადაც ყვირის, არ გაბედოთ სტატუსის მიცემა, ქართულ ოცნებას დაეწერებაო.

️გახსოვთ ალბათ, თითქოს ამერიკელებისგან საქართველოში  სამხედრო ბაზის გახსნას “ქართული ოცნება” ეწინააღმდეგებოდა და თავად აშშ-ს საელჩომ მკაცრად უარყო, რომ მსაგავსი არასოდეს ყოფილა.

️საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალაო და ქვეყნის ბიუჯეტში ნამატ 800 მილიონს განხილვის დროს წუწკად ინაწილებდნენ.

მოკლედ, მოკლეა მატყუარა ოპოზიციის ფეხები და საკუთარი თავის იმედი თავადაც აღარ აქვთ. სწორედ ამიტომ, სრულიად დამსახურებულად, სულს ღაფავენ,” – წერს ხუნდაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ამერიკის გრანპრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ამერიკის გრანპრიზე საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.ბერულავა-მეტელკინას დუეტმა მოკლე პროგრამაში 78.83 ქულა დააგროვა, თავისუფალ პროგრამაში კი – 116.90. ჯამში, 195.73 ქულით მათ შეჯიბრებაზე მეორე ადგილი დაიკავეს.ამერიკის გრანპრი ქალაქ ნიუ იორკში ტარდება.

ირაკლი კობახიძე – სრულად დავიცავთ საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს, მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს

ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო განაშენიანების გენერალური გეგმა გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დამტკიცდება.„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას, ეს ფაქტი ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა, უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა. როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამ თემით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, თუ რამდენად მძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით.მინდა, შეგახსენოთ სამი წლის წინ გაშლილი ყალბი ქსენოფობიური კამპანია საქართველოს „რუსიფიკაციისა“ და ეროვნული უსაფრთხოების შერყევის შესახებ. მაშინ მოსახლეობას ვუთხარით, რომ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა და დავპირდით, რომ არც საქართველოს „რუსიფიკაცია“ მოხდებოდა და არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა რაიმე საფრთხე. დღეს, სამი წლის თავზე, ყველა ხედავს, რომ უცხოელი აგენტების ყალბ შფოთვას, რომლითაც მათ მაშინ საკმაოდ ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე შეიყვანეს შეცდომაში, სინამდვილეში არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და ხელისუფლებამ თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა.დღესაც ზუსტად იმავეს ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს“, – განაცხადა პრემიერმა.

მეუფე შიო მუჯირი – მტკიცე რწმენით და სიმდაბლით თუ მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას, განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს

რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს… თუ მტკიცე რწმენით და სიმდაბლით მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას და განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამესამე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ორი სასწაული, თუ როგორ განკურნა მან სისხლმდინარე ქალი, რომელსაც ვერანაირი ადამიანური საშუალებებით ვეღარ კურნავდნენ და მკვდრეთით აღადგინა ახალგაზრდა გოგონა მისი მშობლების დიდი მწუხარების და ლოცვების საპასუხოდ.ეს სისხლმდინარე ქალი მივიდა უფალთან და მისი სამოსლის კალთას შეეხო. უფალმა მას უთხრა: „ნუ გეშინია, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“ (ლკ. 8, 48). უფლის ეს სიტყვები განეკუთვნება არა მხოლოდ ამ დედაკაცს, ამ ქალს, არამედ შეიძლება ეხებოდეს ყველა ადამიანს, იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს სისხლმდინარე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ამიტომ ეს სიტყვები ეხება ყველას, ვინც ამ ცხოვრებაში მიიღო სულიერი ჭრილობები, ვინც მიისწრაფვის საღვთო მკურნალისკენ – ქრისტესკენ და სურს, მისი სამოსლის კალთას შეეხოს.დავფიქრდეთ, განა არა ვართ ასეთი სულიერად სისხლმდინარენი? განა არ არის ჩვენი სულიც სავსე ცოდვებით, რაც არის სულიერი სნეულება, ამ სნეულებებით?საერთოდ, ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი სცოდავს, ყველას აქვს ეს ცოდვები და სნეულებები, ამას გვასწავლიან წმინდა მოციქულები. აი, მაგალითად, იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, ამბობს: „ჩვენ, ყველანი, ბევრს ვცოდავთ“ (იაკ. 3, 2). ასევე წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც წერს, რომ „თუ ვამბობთ, რომ ცოდვა არა გვაქვს, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში“ (I ინ. 1, 8 ). კარგია, როცა ვხედავთ ამ ცოდვებს, მაგრამ ბევრ მათგანს ხომ ვერც ვხედავთ, ანუ ნაწილს ვხედავთ, ნაწილს – ვერა. რატომ? ისე ვართ შეზრდილნი ამ ცოდვასთან, რომ უკვე ვეღარც ვასხვავებთ, სად არის ჩვენი სული და სად არის ცოდვა; მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე სულიერ მდგომარეობაში არიან. ისინი საერთოდ ვერ გრძნობენ, საერთოდ ვერ ხედავენ ვერანაირ ცოდვას თავიანთ სულში. ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც, როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს.როგორ ვლინდება ეს? – ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს; ამბობს, რომ არ აქვს ცოდვა, არ სცოდავს. ალბათ არაერთი მოძღვარი დამეთანხმება, რომ ჩვენს სამოძღვრო პრაქტიკაში გვქონია შეხვედრები ასეთ ადამიანებთან. საოცარია, რომ აღსარებაზეც კი ყოფილან ასეთები ან მათთან მიუყვანიათ მღვდელი და უთქვამთ: „მე არაფერს ისეთს არ ვცოდავ“ ან „მე წესიერი ადამიანი ვარ, ცოდვები არ მაქვს“ და ა. შ.რას ნიშნავს ეს? – ადამიანს სული პარალიზებული აქვს, როგორც დამბლადაცემული ადამიანი ვეღარ გრძნობს ფიზიკურ ტკივილს, ასე არის ესეც: ადამიანს სული მკვდარი აქვს და ვეღარ გრძნობს ამ თავის სნეულებას და ცოდვას. ასეთი ადამიანის გაცოცხლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა და მადლი სჭირდება.უფალ იესო ქრისტეს გარშემო იყო ხალხმრავლობა და ამ სისხლმდინარე ქალს ეგონა, რომ ამიტომ შეუმჩნეველი დარჩებოდა მისი სნეულებაც, ქრისტეს შეხებაც, რადგან რჯულით აკრძალული იყო ასეთ მდგომარეობაში ის, რაც მან გააკეთა. უეცრად ესმის მაცხოვრის სიტყვები: „ვინ შემეხო მე?“ (ლკ. 8, 45). წარმოიდგინეთ ამ ქალის მღელვარება, მას ეგონა, რომ ახლა ყველაფერი გამჟღავნდებოდა და მას მოელოდა სასჯელი. ამიტომ დაიჩოქა ქრისტეს წინაშე და ყველაფერი უამბო. უფალმა კი უთხრა: „ნუ გეშინია, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“ (ლკ. 8, 48).აი, რა ძალა აქვს, ძვირფასო ძმებო და დებო, ცოცხალ რწმენას და ასეთი რწმენით ქრისტესთან მიახლებას.იქვე იყო იაიროსი, სინაგოგის წინამძღვარი, რომელსაც შვილი უკვდებოდა. მან დაუჩოქა მაცხოვარს და სთხოვა, მასთან სახლში მისულიყო და გოგონა განეკურნა. ამ დროს მოდიან მისი მსახურები და ეტყვიან, რომ გოგონა გარდაიცვალა და არ ღირს მოძღვრის შეწუხება. უფალმა რომ დაინახა მისი დიდი მწუხარება, უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება შენი შვილი“ (ლკ. 8, 50). აი, როგორი საოცარი სიტყვებია! რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს.მაშასადამე, ძვირფასო ძმებო და დებო, სახარების ეს ეპიზოდი გვასწავლის, რომ ღვთის მადლით შესაძლებელია ჩვენი განკურნებაც და მკვდრეთით აღდგომაც, თუ ამას მოვინდომებთ და გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია.და კიდევ: ეს დედაკაციც და იაიროსიც მიდიან მაცხოვართან და უჩოქებენ მას. ეს ნიშნავს, რომ დიდი სიმდაბლითა და დიდი რწმენით ევედრებოდნენ უფალს. ესეც მაგალითია ჩვენთვის, რომ თუ ჩვენც ასეთი მტკიცე რწმენით და სიმდაბლით მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას და განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს, რამეთუ ის არის მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა და მხოლოდ მას შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ირაკლი კობახიძე – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას

როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.პრემიერის თქმით, პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას.„ერთი მხრივ არავითარი „არაბიზაცია“, არავითარი მიწის გადაცემა უცხოტომელებისთვის, არავითარი მანიპულაციები ინვესტიციის გაანგარიშებისას; მეორე მხრივ, 24 000 ათასი დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში, წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, უმაღლესი სტანდარტების განაშენიანებული სივრცეები კრწანისსა და გონიოში, ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობა პარტნიორ კომპანიასთან მიმართებით, სტიმული სხვა მსხვილი კომპანიებისთვის, ჩადონ მასშტაბური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ. თუმცა მთავარია სიმართლე და, ვფიქრობ, ასეთ პირობებში ხელისუფლების და თითოეული ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის. პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისთვის

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 21 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, მამუჩაშვილი, ტაბატაძე, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია.

ბოლო სიახლეები